"დღეს სვანები მირეკავდნენ გამწარებულები, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო" - რას პასუხობს გურამ გირგვლიანი მურმან დუმბაძეს? | Allnews.Ge

"დღეს სვანები მირეკავდნენ გამწარებულები, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო" - რას პასუხობს გურამ გირგვლიანი მურმან დუმბაძეს?

"ასეთ არა­სე­რი­ო­ზულ ხალ­ხს რა ვუ­პა­სუ­ხო? მათ ხომ თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე კარ­გად იცი­ან სან­დროს საქ­მე, მაგ­რამ ესაა მათი პრო­ფე­სია - შავ­ზე თეთ­რი უნდა თქვან და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, ოღონდ მიშა და­იხ­სნან და მისი რე­ჟი­მი "გა­აპ­რა­ვონ" - გვე­უბ­ნე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მამა გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კოს მურ­მან დუმ­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ რო­მელ­მაც "ვახო ხუზ­მი­აშ­ვი­ლის თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი არ მო­უკ­ლავთ და ის უბ­რა­ლოდ, ჯა­ლათს გა­ექ­ცა და გა­ი­ყი­ნა.

რო­გორც ამ­ბობს, 17 წელი გა­დის მისი ვა­ჟის სიკ­ვდი­ლი­დან და დღემ­დე "კი­დევ იყე­ნე­ბენ სან­დროს სა­ხელს", თუმ­ცა მა­გათ­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა არ სურს.

გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი:

"დღეს დუმ­ბა­ძის ბოდ­ვა რომ ვნა­ხე, ვამ­ბობ­დი, არა­ფერს ვუ­პა­სუ­ხებ-თქო, რა აზრი აქვს ამათ­თან ომს? მთა­ვა­რი აქ ისაა, რომ კაცს მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს მუ­რუ­სი­ძე, რო­მელ­მაც სულ სხვა რამ თქვა. სი­მარ­თლე თუ აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა სან­დრო, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს და და­ვით ჯან­დი­ერს ჰკი­თხოს, სტრას­ბურ­გის დას­კვნაც გა­და­ი­კი­თხოს, მაგ­რამ ამა­ზე სა­ერ­თოდ არ იღებს ხმას, ვი­თომც არ ყო­ფი­ლა. არ უნ­დათ ნახ­ვა და მო­კა­ლი.

რა ვე­ლა­პა­რა­კო ამათ? ბიჭს 12 ჭრი­ლო­ბა რომ ჰქონ­და, ამას კი არ ამ­ბო­ბენ, გა­და­ვარ­და და გა­ი­ყი­ნაო. ბო­დი­ში, მო­ი­ხა­დეთ, რა! ნა­ძი­რა­ლა კი­დევ კარ­გი სი­ტყვაა. სა­უ­ბე­დუ­როდ, მურ­მა­ნი ერთი არაა, ბევ­რი მურ­მა­ნია, ვინც სა­ერ­თოდ და­კარ­გეს სახე. ასე­თებს ხმა რო­გორ გავ­ცე და მათ დო­ნემ­დე რო­გორ და­ვი­დე? გირ­გვლი­ა­ნი მო­რა­ლუ­რად არ იყო მარ­თა­ლიო - სან­დრო სუფ­რას­თან რომ არ მი­სუ­ლა, ესეც არ იცის, ხელი კი გა­იშ­ვი­რა იმ სუფ­რის­კენ, სა­დაც ის ქალ­ბა­ტო­ნი იჯდა, იქ არა­ვის იც­ნობ­და დო­ნა­ძის გარ­და, ისიც - ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. აი­ღონ და წა­ი­კი­თხონ სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, აქ ვის უნდა ვე­ლა­პა­რა­კო და ვის წა­მო­ვუ­წიო საქ­მე? ზო­გა­დად, ხმას რომ არ ვი­ღებ და ინ­ტერ­ვი­უ­ებს არ ვა­რი­გებ, ამა­თი მად­ლო­ბე­ლი კი არ ვარ ბო­ლომ­დე, მას მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ჩემ­თვის მარ­ტო ის არა­ფერს ნიშ­ნავს, ვინ და­ი­სა­ჯა. მე ვთხო­უ­ლობ­დი ყვე­ლას სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გას­ცე­მო­და და სა­მარ­თა­ლი ბო­ლომ­დე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს არაა ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი საქ­მე. სა­დაა მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ვის დას­ჯა­საც ვი­თხოვ­დი? - სა­ლა­ყა­ია კარ­გა­დაა, მშვე­ნივ­რად და ის დღეს არც აღა­რა­ვის ახ­სოვს და არც აინ­ტე­რე­სებს.

დღეს სვა­ნე­ბი მი­რე­კავ­დნენ და გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ღმერ­თმა არ ქნას, სად­მე შეგ­ვხვდე­სო (დუმ­ბა­ძე­ზე), ხომ იცით, სვა­ნე­ბის ამ­ბა­ვი? ვთხოვ­დი, და­ა­ნე­ბეთ თავი-მეთ­ქი. ნა­ცე­ბი ამას სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თე­ბენ, რომ ვინ­მე პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ა­გონ. მე რომ ამათ ავ­ყვე, სულ ორომ­ტრი­ალ­ში უნდა ვიყო, ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა გა­მო­ვე­კი­დო. არ­სად და არა­ფერ­ში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს შეშ­ვე­ბუ­ლი ვარ. ერთ რა­მე­ში დავ­რწმუნ­დი, რა­ღაც კი გა­კეთ­და, მაგ­რამ მე შე­დე­გი არ მაქვს, ისე­ვე, რო­გორც ბევრ სხვა და­ზა­რა­ლე­ბულს არ აქვს სი­მარ­თლე. ყვე­ლას თუ აჩუ­მებ­და რე­ჟი­მი, ცხო­ნე­ბუ­ლი ირი­ნა პი­რი­ქით, გა­ა­ჩუ­მეს კი არა, ბო­ლომ­დე ჩაჰ­ყვა მათ.

ტე­ლე­ვი­ზორს არც ვუ­ყუ­რებ, ინ­ტერ­ნეტ­ში შემ­თხვე­ვით თუ წა­ვა­წყდი რა­ღა­ცას... მი­შაც აქ ვა­ნა­ხე, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია არ მქო­ნია. ადა­მი­ა­ნი მა­ინც ადა­მი­ა­ნია და წმინ­და ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით, გულ­ში შე­მე­ცო­და, ში­ნა­გა­ნად მქონ­და შე­ცო­დე­ბა, მაგ­რამ რა­ღა­ცა­ში რომ გა­მო­ი­ხა­ტოს - არა. რო­გორც ქრის­ტი­ან კაცს, მარ­თლა მე­ცო­დე­ბა. თუმ­ცა ემო­ცია არ მაქვს, სა­დღა მაქვს, რაც მქონ­და, იმათ წა­ი­ღეს... სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, მიშა რაც იყო ის დარ­ჩა, რამე შე­იც­ვა­ლა, რა­ტომ უკ­ვირთ ვი­ღა­ცე­ებს? იმა­თი მიკ­ვირს, ვინც მისი მო­ნე­ბი გახ­დნენ, ბევ­რი მათ­გა­ნი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი­ცაა და მე­ცი­ნე­ბა ხოლ­მე, რა უნდა ვთქვა? თან ისე­თე­ბი, სან­დრო­ზე რომ ვი­თომ გული უკ­ვდე­ბო­დათ და ახლა მი­შას ვი­თომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გახ­დნენ. კი, ბა­ტო­ნო, თა­ვი­სი საქ­მის იცი­ან, თა­ვი­სი აზრი გა­აჩ­ნი­ათ. მაგ­რამ მე რა დღე­ში ვარ? ვი­ღა­ცე­ე­ბი ხომ არ იყ­ვნენ, ისი­ნი ჩემი შვი­ლი და მე­უღ­ლე იყ­ვნენ..

17 წელი გა­დის და როცა დას­ჭირ­დე­ბათ და მო­უნ­დე­ბათ, კი­დევ იყე­ნე­ბენ სან­დროს სა­ხელს, არ მინ­და პო­ლე­მი­კა­ში მა­გათ­თან შეს­ვლა... მარ­ტო ერთი მურ­მა­ნი ხომ არაა? მა­საც ვი­ღა­ცამ უთხრა, გირ­გვლი­ან­ზე ასე თქვიო, იქ­ნებ, მი­შას ეშ­ვე­ლოს, იქ­ნებ პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლო­სო. მგო­ნია, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მას არ შე­ი­წყა­ლებს. გგო­ნი­ათ მაგი მოკ­ვდე­ბა? ღმერ­თმა აცო­ცხლოს, არა­ვის უხა­რია, ვი­ღა­ცე­ბი კი არ ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ, ოდით­გან მტერ­თა­ნაც კი შემ­წყნა­რებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მა­გის და­ა­ვა­დე­ბა ისაა, პა­ტა­რა სივ­რცე­ში სი­ცო­ცხლე და სუნ­თქვა არ შე­უძ­ლია, არ ჰყოფ­ნის 2 ოთა­ხი. ყვე­ლა ცდი­ლობს, პრე­ზი­დენ­ტი რო­გორ­მე აა­ცი­ლოს სას­ჯელს. მისი მომ­ხრე­ე­ბი რომ ამ­ბო­ბენ, მი­შამ არა­ფე­რი იცო­დაო, „ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა“ მე გა­მო­ვა­ცხა­დე? - სხვამ გას­ცა სან­დროს დას­ჯის ბრძა­ნე­ბა? დას­ჯა თუ უნ­დო­დათ, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­ეყ­ვა­ნათ და იქ „ეს­წავ­ლე­ბი­ნათ ჭკუა“, - სა­საფ­ლა­ო­ზე?! ხომ ხე­დავთ რა ხდე­ბა, „მიშა გა­მო­უშ­ვით“, - მარ­ტო ამა­ზეა ყვე­ლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. მიშა ვი­ღაც არ იყო და მტერს, ეგ თუ ალა­პა­რაკ­და. აქ დიდი ამ­ბე­ბი წავა, მისი სი­ცო­ცხლე პირ­ველ რიგ­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლებს, მი­სი­ა­ნებს არ აწყობთ, რად­გან გას­კდე­ბა მთე­ლი ამ­ბე­ბი".

myquiz