"მომავალი წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთდჯერადად..." - რა სიახლეზე ისაუბრა პრემიერმა? | Allnews.Ge

"მომავალი წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთდჯერადად..." - რა სიახლეზე ისაუბრა პრემიერმა?

ყო­ველ მე­სა­მე და მომ­დევ­ნო ახალ­შო­ბილ­ზე გავ­ცემთ ერთჯე­რად დახ­მა­რე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, 2022 წლის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ბი­უ­ჯეტს 465 მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­დე­ბა და ჯამ­ში, 232 000 ბავ­შვი მი­ი­ღებს ყო­ველ­თვი­ურ 200 ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას.

"ჩვენ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გავ­ზარ­დეთ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვთა ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბა. 2012 წელს ეს დახ­მა­რე­ბა ოყო ნული, არა­ვი­თა­რი დახ­მა­რე­ბა არ მი­ე­ცე­მო­და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვებს. ჩვენ ეს დახ­მა­რე­ბა და­ვი­წყეთ ჯერ 50 ლა­რით, შემ­დეგ გახ­და 100 ლარი, გა­სულ წელს 150 ლარი იყო, 2023 წელს 200 ლარი იქ­ნე­ბა. თი­თო­ე­ულ ბავ­შვზე ჩვენ გავ­ცემთ 200 ლარს და ეს პრო­ექ­ტი ბი­უ­ჯეტს 465 მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­დე­ბა. ჯამ­ში, 232 000 ბავ­შვი მი­ი­ღებს ყო­ველ­თვი­ურ, 200 ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, 2023 წლი­დან და­გეგ­მი­ლია ყო­ველ მე­სა­მე და მომ­დევ­ნო ახალ­შო­ბილ­ზე ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა, 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"ჩვენ ვგეგ­მავთ, რომ 2023 წლი­დან ყო­ველ მე­სა­მე და მომ­დევ­ნო ახალ­შო­ბილ­ზე გავ­ცეთ ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა, 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. აქვე, სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა, ყვე­ლა­ზე მეტი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხია. ყო­ვე­ლი მე­სა­მე და მე­ო­თხე ბავ­შვი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებ­ში იბა­დე­ბი­ან, ამი­ტომ, ჩვე­ნი ვა­ლია, რომ კი­დევ უფრო მეტი დახ­მა­რე­ბა მივ­მარ­თოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ასე­ვე ჩვენ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის თან­ხა 1000 ლა­რის ნაც­ვლად გახ­და 2000 ლარი. მე ამა­ზე არა­ერ­თხელ მით­ქვამს სა­ჯა­როდ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ეროვ­ნუ­ლი სა­კი­თხი. ამი­ტომ დე­მოგ­რა­ფი­ულ სა­კი­თხებს სჭირ­დე­ბა კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

myquiz