როგორ გეგმავს თბილისიდან საცობების გაქრობას მევლუდ მელაძე, თუ გზების მოწყობას ანდობენ? | Allnews.Ge

როგორ გეგმავს თბილისიდან საცობების გაქრობას მევლუდ მელაძე, თუ გზების მოწყობას ანდობენ?

დე­და­ქა­ლაქ­ში დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ცო­ბე­ბის თე­მაა - სა­ცობ­ში სა­ა­თობ­რი­ვად დგო­მა უწევს ყვე­ლას, მი­წის ზე­მოთ იქ­ნე­ბა, თუ - ქვე­მოთ. ზოგი იმას ამ­ბობს, რომ სატ­რან­სპორ­ტო კო­ლაფ­სი მო­მა­ტე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ბრა­ლია, რომ თბი­ლი­სი ვერ იტევს ვერც ამ­ხე­ლა მო­სახ­ლე­ო­ბას და ვერც ამ­დენ ავ­ტო­მან­ქა­ნას. რო­გორ მოგ­ვარ­დეს სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა და რო­გორ დავძლი­ოთ სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მა, ამა­ზე დღეს ბევ­რი ბჭობს.

"მან­დეთ გზე­ბის მო­წყო­ბა და გპირ­დე­ბით, რომ სა­ცო­ბებს გა­ვაქ­რობ“, - მი­მარ­თა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ავ­ტომრბო­ლელ­მა და სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტმა მევ­ლუდ მე­ლა­ძემ. რო­გორც მე­უბ­ნე­ბა, ამ შე­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან არა­ვინ შეხ­მი­ა­ნე­ბია. სა­მა­გი­ე­როდ, მევ­ლუდ მე­ლა­ძეს ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ იმის გა­სარ­კვე­ვად, რო­გორ და რა ხერ­ხით შე­იძ­ლე­ბა "სა­ცო­ბე­ბის გაქ­რო­ბა“.

- სა­ცო­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გზე­ბის არას­წო­რი გეგ­მა­რე­ბა და მო­წყო­ბაა, რის შე­დე­გა­დაც დე­და­ქა­ლაქ­ში ისე­თი კა­პი­ლა­რე­ბი შე­იქ­მნა, რო­მელ­თა გა­ჭედ­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. როცა სა­ცობ­შია, ყვე­ლა ნერ­ვებ­ზეა და თუ ამ კა­პი­ლა­რებ­ში შანსს პო­უ­ლო­ბენ, კი­დევ უფრო მე­ტად ჭე­და­ვენ მოძ­რა­ო­ბას - სა­ცო­ბის დროს წე­სებ­საც არ­ღვე­ვენ, სა­დაც კი რამე ფან­ჯა­რა გა­მოჩ­ნდე­ბა, მძღო­ლი იქ მი­ი­წევს, მერე შემ­ხვედრს ბლო­კავს და ჯამ­ში, ამას ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა. ჩვენი ქა­ლა­ქის მო­წყო­ბა ისე­თია, რომ 5-6 წერ­ტი­ლი რომ გა­და­კე­ტო, ანუ გა­ა­ფუ­ჭო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა, ამი­ტომ ეს წერ­ტი­ლე­ბი, მა­კავ­ში­რებ­ლე­ბი, ასე თუ ისე, ცნო­ბი­ლია - ყვე­ლა­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი და მა­სი­უ­რია გმირ­თა მო­ე­და­ნი, გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზი­რი (ის ისე­თი მძაფ­რი მა­ინც არ არის, ვი­ნა­ი­დან ქუ­ჩას ჰყოფ­ნის სი­გა­ნე და აქვს გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა), გლ­და­ნი (მინ­დე­ლის ხიდ­ზე რომ გა­დავ­დი­ვართ და გლ­დან­ში ავ­დი­ვართ, მთე­ლი გზა სულ სა­ცო­ბია), ვარ­კე­თი­ლი, ავ­ლა­ბა­რი, ვერა და ვაკე (ბა­გე­ბი­დან მო­მა­ვა­ლი გზაც). ყვე­ლა ამ ჩა­მოთ­ვლილ უბან­ში, რო­გორც მი­ნი­მუმ, მის­ვლა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

sacobebi-57302-1672130346.jpg

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, მოძ­რა­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდამ გა­მო­იწ­ვია.

- მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რომ გა­იზ­რდე­ბო­და, ეს ყვე­ლამ ვი­ცო­დით. წლე­ბის წინ, როცა დავ­სხე­დით და ვიმ­სჯე­ლეთ სატ­რან­სოპრტო პო­ლი­ტი­კა­ზე, პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ ვთქვი იყო ის, რომ ჩვენ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ზრდის ტემპს მაქ­სი­მუმ შე­ვა­ნე­ლებთ, მაგ­რამ ვერ შე­ვა­ჩე­რებთ იმი­ტომ, რომ ქუ­ჩე­ბის მო­წყო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე მოქ­ნილ ტრან­სპორ­ტად მა­ინც კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლი დარ­ჩე­ბა - მეთ­ქი...

თბი­ლის­ში იზ­რდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რი­ცხვი, ასე­ვე, მო­სახ­ლე­ო­ბაც და რას ვი­ზამთ? ჩვენ­თან ვერ იქ­ნე­ბა ვერც გერ­მა­ნუ­ლი, ვერც იტა­ლი­უ­რი და სხვა ევ­რო­პუ­ლი, ან ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი, რომ მა­გა­ლი­თად, იქ გქონ­დეს სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც სახ­ლი გაქვს, ჩვენ­თან, მო­ნაც­ვლე­ობს ყვე­ლა­ფე­რი - ადა­მი­ანს ხში­რად უწევს სამ­სა­ხუ­რის გა­მოც­ვლა, ოფი­სიც ხში­რად იც­ვლის მი­სა­მართს, შე­სა­ბა­მი­სად, შენს სა­ცხოვ­რე­ბელს ვერ მი­უ­სა­და­გებ სამ­სა­ხურს - ცხოვ­რობ ერთ ად­გი­ლას, მუ­შა­ობ მე­ო­რე ად­გი­ლას. მე­ო­რეც - თით­ქმის არა­ვის არ არ­ჩენს ერთი სამ­სა­ხუ­რი, ზოგს მე­ო­რე ან მე­სა­მე სამ­სა­ხუ­რი აქვს და მი­დექ-მო­დე­ქიც სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ერთ წერ­ტი­ლამ­დე მივ­ყა­ვართ, არა - და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას, ვიც­ვლით ტრან­სპორ­ტს და ვაგ­რძე­ლებთ გზას. რაც არ უნდა ვქნათ, კერ­ძო ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა მა­ინც დარ­ჩე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. რა არ შე­მო­ი­ღეს - ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, პარ­კი­რე­ბა, მაგ­რამ მათი რა­ო­დე­ნო­ბა ვე­რაფ­რით მცირ­დე­ბა. ამი­ტომ უნდა მო­ვა­წყოთ ისე, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­წო­ვა სად­მე მოხ­დეს.

უპირ­ვე­ლე­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბა უბ­ნებ­ში, თუნ­დაც სარ­თუ­ლე­ბი­ა­ნის, რათა ეს მან­ქა­ნე­ბი ქუ­ჩებ­ში არ იყოს ჩა­ხერ­გი­ლი, რაც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ქმნის სა­ცობს. მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებ­ში, სა­დაც ამ­ხე­ლა კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მი­დის, მას თუ არ ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის პარ­კი­რე­ბის სივ­რცე­ე­ბი, ეს ამ­დე­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნა სად ჯან­და­ბა­ში წავა? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვი­ღა­ცამ ბინა იყი­დოს, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი გა­და­ი­ხა­დოს და 3 ათას­დო­ლა­რი­ა­ნი მან­ქა­ნა მა­ინც არ ჰყავ­დეს? ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რსაც შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს მან­ქა­ნა და ის ხომ სა­დღაც უნდა გა­ჩერ­დეს? ამი­ტომ მო­თხოვ­ნა­ში უნდა ჩა­დე­ბუ­ლი­ყო თი­თო­ე­ულ ბი­ნა­ზე 2 სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი და დამ­თავ­რდა, მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტაა. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვინ­მეს თუ უნდა კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა და იქ ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვა, იქ ძვი­რიც უნდა ღირ­დეს, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვა. მი­ვე­დით იქამ­დე, რომ რად­გან თბი­ლი­სის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ სივ­რცე­ებ­ში ამ­ხე­ლა ცა­თამბჯე­ნე­ბი აშენ­და და ქუ­ჩე­ბი არ გა­გა­ნი­ე­რე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, ქუ­ჩე­ბის და­ვიწ­რო­ე­ბის ტენ­დენ­ცია წა­ვი­და, პარ­კინ­გის სივ­რცე­ე­ბი და­ე­მა­ტა კი არა, რაც იყო, ისი­ნიც გა­უქ­მდა, ბას­ლა­ი­ნე­ბის ჩა­ყო­ლე­ბა­ზე რაც კი რამ სა­პარ­კინ­გე სივ­რცე იყო, ყვე­ლა გა­უქ­მდა. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სა­დღაც ხომ უნდა იდ­გნენ, ცაში ხომ არ ჩა­მო­კი­დებთ? ხვალ რომ სუ­ლაც კა­ნო­ნი გა­მო­ვი­დეს, ავ­ტო­მო­ბი­ლით ნუ გა­მოხ­ვალთ, თო­რემ დაგ­ხვრეტ­თო, ამ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ხომ არ გა­და­აგ­დე­ბენ, სა­დღაც ხომ გა­ა­ჩე­რე­ბენ და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­დღაც ხომ უნდა იყოს სივ­რცე? ამი­ტომ, პირ­ვე­ლი, რაც მე­რი­ამ უნდა გა­ა­კე­თოს, შექ­მნას პრე­ცე­დენ­ტე­ბი სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ე­ბის გა­ჩე­ნის. მე­რი­ის­გან იყო ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მა­გა­ლი­თად, როცა პე­კინს აკე­თებ­დნენ, ვინც პარ­კინგს გა­ა­კე­თებს, მი­წის­ქვეშ სივ­რცეს გა­დავ­ცემ­თო. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი იყო და რა­ტომ: ვინ­მეს მი­წის­ქვეშ პარ­კინ­გი რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი კი არა, მი­ლი­არ­დი უნდა და­ე­ხარ­ჯა.

განაგრძეთ კითხვა