ციკოლიას „ქვევრები“ უკვე თბილისშია - რა ღირს სუნამო | Allnews.Ge

ციკოლიას „ქვევრები“ უკვე თბილისშია - რა ღირს სუნამო

როგორც ყოველთვის! "ციკოლია"-სგან ყველაფერი განსხვავებული - ასე დააანონსა ბრენდმა, სუნამოს გაყიდვაში ჩაშვება.

საათებისა და აქსესუარების შემდეგ, დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სუნამოს წარმოება დაიწყო. ამ ეტაპზე, სუნამოს შეძენა მხოლოდ ,,ციკოლიას" ბუტიკში, შარდენზე, ბამბის რიგი 7 ნომერშია შესაძლებელი.

სამივე არომატის ღირებულება ერთი და იგივე ფასი, 749 ლარია.

ცნობისათვის, ციკოლიამ სუნამოს წარმოება 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. „თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს", - წერდა ზვიად ციკოლია წლის დასაწყისში.

myquiz