როგორ არ მოვიმატოთ წონაში ზამთარში? | Allnews.Ge

როგორ არ მოვიმატოთ წონაში ზამთარში?

ზამთრის თვეებში წონის მატება ხშირია.

წონის მომატების გამომწვევ მიზეზებია: უამინდობა, სიცივე, მუდმივი სიბნელე. ასეთ პირობებში მეტად გვინდება კალორიული საკვების ჭამა და ნაკლებად სახლიდან გასვლა.

კიდევ ერთი მიზეზი საახალწლო და საშობაო არდადეგებია, რომელიც უკავშირდება გემრიელ საჭმელს.

• ბევრი ჩვენგანი, მეტს ჭამს ზამთარში, რაც ზრდის დღიური კალორიების მიღებას საშუალოდ 86%-ით.

• ხანმოკლე დღე და დაბალი ტემპერატურა ცვლის გემოვნების პრეფერენციებს: ადამიანები იწყებენ მეტი ნახშირწყლების ჭამას სეროტონინის, სიხარულის ჰორმონის გამომუშავების გასაძლიერებლად, რომელიც ნაკლებად გამომუშავდება ზამთრის პირქუშ დღეებში, ვიდრე ზაფხულში.

1. ფიზიკური აქტივობა

ზამთარში შეიძლება შემცირდეს ფიზიკური აქტივობა: ქუჩა ცივი, მოლიპულ და ზოგადად არც თუ ისე სასიამოვნოა.

გამოსავალია ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა. შეეცადეთ ყოველდღე იაროთ, არ დაივიწყოთ ზამთრის აქტივობები - თხილამურებით სრიალი და ციგურაობა.

2. კვება

კვება უნდა იყოს დაბალანსებული.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოთ ბოსტნეული, რადგან ის დაბალკალორიულია, ასევე შეიცავს ბოჭკოებს, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

კიდევ ერთი სასარგებლო პროდუქტია ცხიმიანი ზღვის თევზი, რომელიც ნაწილობრივ მაინც ანაზღაურებს D ვიტამინის სეზონურ ნაკლებობას, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ზამთარში.

ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლების გაძლიერებას, მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისთვის და მთლიანი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს განწყობას.

განაგრძეთ კითხვა

myquiz