რატომ "იჭედება" თბილისი და რა გეგმა აქვს მერიას საცობების განსატვირთად - ინტერვიუ ვიქტორ წილოსანთან | Allnews.Ge

რატომ "იჭედება" თბილისი და რა გეგმა აქვს მერიას საცობების განსატვირთად - ინტერვიუ ვიქტორ წილოსანთან

დე­და­ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ურ­თუ­ლე­სი რე­ლი­ე­ფის ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს, ბოლო დროს ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მის­ვლა (მით უფრო, პი­კის სა­ა­თებ­ში) თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნებს სა­ცო­ბებ­ში დგო­მა დიდ­ხანს უწევთ, რაც მათ ლო­გი­კურ აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზოგი ასეც ხუმ­რობს - სა­ცობ­ში იმ­დენ ხანს გი­წევს დგო­მა, ზოგი ცო­ლის მოყ­ვა­ნა­საც ას­წრებს და გა­შო­რე­ბა­სა­ცო. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, თბი­ლი­სი და თბი­ლი­სე­ლე­ბი სა­თა­ნა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან სატ­რან­სპორ­ტო პრობ­ლე­მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოგ­ვა­რე­ბას ითხო­ვენ.

დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ცო­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, სა­ცო­ბე­ბი­სა და სატ­რან­სპორ­ტო პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე AMBEBI.GE მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ ვიქ­ტორ წი­ლო­სანს ესა­უბ­რა:

- სა­ცო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა ქა­ლაქ­ში, მან­ქა­ნა­ზე მა­ღა­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის არა­არ­სე­ბო­ბა. კახი კა­ლა­ძის მთა­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი შე­სა­ბა­მი­სი რე­ფორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ვი­თარ­დე­ბო­და. რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპო­ორ­ტის გა­ნახ­ლე­ბა ( გახ­სოვთ, რა ტი­პის ტრან­სპორ­ტით დავ­დი­ო­დით) და შემ­დგო­მი, მე­ო­რე ეტა­პია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აჩ­ქა­რე­ბა. აჩ­ქა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შე­იქ­მნას დარ­ჩე­ნი­ლი 13 დე­რე­ფა­ნი - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ზო­ლე­ბი, ე.წ. „ბალსლა­ი­ნე­ბი“ და შე­უ­ერ­თდეს ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ და­ნარ­ჩენ დე­რეფ­ნებს, ანუ მი­ვი­ღოთ სრუ­ლი სი­კე­თე, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კას.

ნე­ბის­მი­ე­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ზა­ნია, რომ ერ­თის მხრივ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს არ­სე­ბუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი სივ­რცე, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია და მე­ო­რეს მხრივ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შეძ­ლოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­რე­ბა. ამის ერ­თა­დერ­თი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან ერთი 12 მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი, უხე­შად რომ ვთქვათ, მი­ნი­მუმ 60 ავ­ტო­მო­ბილს უდ­რის (გვაქვს მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­შუ­ა­ლოდ რამ­დე­ნი მგზავ­რობს ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლით და და­ახ­ლო­ე­ბით, ასე გა­მო­დის). შე­სა­ბა­მი­სად, რა ფარ­თიც შე­იძ­ლე­ბა და­ი­კა­ვოს 60-მა ავ­ტო­მო­ბილ­მა, ერ­თმა ავ­ტო­ბუს­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­იყ­ვა­ნოს, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით კომ­პაქ­ტუ­რია. ის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მხრი­და­ნაა და­წყე­ბუ­ლი, ბევ­რმა გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქა­ლაქ­მა გა­ი­ა­რა, ჩვენ არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მივ­მარ­თავთ რა­ი­მე ექ­სპე­რი­მენ­ტებს და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­ყვე­ბი­თიმ რე­ფორ­მებს, რომ­ლე­ბიც და­ექ­სპერ­ტე­ბუ­ლია უცხო­ე­ლი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექ­სპერ­ტე­ბის მიერ.

321046534-517242333806024-8581874021404065096-n-72386-1671949338.jpg

მტკვრის მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ე­ბი - 23 დე­კემ­ბე­რი

- სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა, იქ­ნე­ბა ეს ავ­ტო­ბუ­სი, თუ მი­წის­ქვე­შა სა­შუ­ა­ლე­ბა, დატ­ვირ­თვის მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია, იქაც შე­უძ­ლე­ბე­ლია მგზავ­რო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - პი­კის სა­ა­თებ­ში. ზო­გი­ერ­თე­ბი კი გვირ­ჩე­ვენ, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­დან გად­მო­დით და ფე­ხით ია­რე­თო, მაგ­რამ არის ეს გა­მო­სა­ვა­ლი, ან შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი მი­ზა­ნი არაა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვა­ი­ძუ­ლოთ ია­რონ ფე­ხით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, ან ავ­ტო­მო­ბი­ლით. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს მის­ცეს გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა აირ­ჩი­ონ, რითი სურს გა­და­ად­გი­ლე­ბა. მერ­მაც არა ერთხელ გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, მეც არა ერთ ეთერ­ში ვთქვი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 1500 ბრუ­ნის ჩა­ვარ­დნა ხდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პი­კურ პე­რი­ო­დებ­ში ვემ­სა­ხუ­რე­ბით იმის ნა­ხე­ვა­რი სიმ­ძლავ­რით, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბაც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ქსელს გა­აჩ­ნია.

ზუს­ტად იმი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 13 დე­რეფ­ნის შექ­მნა, რომ სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით შევ­ძლოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა და აღარ გვქონ­დეს ერ­თის მხრივ, გა­დავ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მე­ო­რეს მხრივ, არ გვქონ­დეს მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნის დრო­ე­ბი. რე­ფორ­მის პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ქსე­ლი ჩა­ვი­ბა­რეთ, სა­შუ­ა­ლო მო­ლო­დი­ნის დრო იყო 28 წუთი, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით - 18 წუთი. ვიცი, ესეც ძა­ლი­ან ბევ­რია.. როცა ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩი­ვი­ან, 40 წუთი ვე­ლო­დე ავ­ტო­ბუს­სო, ეს იმი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ეს ქსე­ლი არაა სრუ­ლად შეკ­რუ­ლი და ამი­ტო­მაც ხდე­ბა შე­ფერ­ხე­ბე­ბი. გა­მო­სა­ვა­ლია სწო­რედ ის 13 კვან­ძი, სა­დაც ხდე­ბა მგზავ­რთა ძი­რი­თა­დი ნა­კა­დის გა­დაყ­ვა­ნის შე­ფერ­ხე­ბა. ამ 13 კვან­ძის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ 8 წუ­თი­ა­ნი სა­შუ­ა­ლო მო­ლო­დი­ნის დრო, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რია.

collage-38854-1671949373.jpg

- ცნო­ბი­ლია, რომ როცა მოძ­რა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა ძლი­ერ­დე­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა ძნელ­დე­ბა და ქუ­ჩებ­ში წარ­მო­ი­შო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უწყვე­ტი ნა­კა­დი. გა­მო­დის, ქუ­ჩის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის რე­ზერ­ვი ამო­წუ­რუ­ლია (რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბის დატ­ვირ­თვის დო­ნე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი)? გარ­და ამი­სა, ასე­თი სა­ცო­ბე­ბის დროს, იზ­რდე­ბა ქა­ლა­ქის გა­მო­ნა­ბოლ­ქვით და­ბინ­ძუ­რე­ბაც, რაც მე­ო­რე დიდი პრობ­ლე­მაა...

- დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ქუ­ჩებს აქვთ ის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რაც აქვთ. ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით, 8%-ით იზ­რდე­ბა კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ძი­რი­თად გამ­ტა­რებ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად 8%-ით უნდა გავ­ზარ­დოთ გზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ქა­ლაქ­ში მი­ვი­ღებთ სარ­თუ­ლე­ბი­ან ეს­ტა­კა­დებს, რაც ეკო­ლო­გი­უ­რად ცუ­დია, მი­ვი­ღებთ მა­ღალ გა­მო­ნა­ბოლ­ქვს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნამ ფი­ნან­სუ­რად შეძ­ლოს ამ რა­ო­დე­ნო­ბით გზე­ბის გა­კე­თე­ბა, არც კომ­პა­ნი­ე­ბის რე­სურ­სის კუ­თხი­თაა ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი - ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს იმ­დე­ნი კომ­პა­ნია, ყო­ველ­წლი­უ­რად 8%-ით გავ­ზარ­დოთ გზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. იცით, ერთი გზის გა­კე­თე­ბას რა დრო, ფი­ნან­სე­ბი და რე­სურ­სე­ბი სჭირ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის რე­ფორ­მის გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე ვართ და, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ცე­სი ერ­თი­ა­ნად ვერ დას­რულ­დე­ბო­და, 2 წელი გვქონ­და პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი, როცა ბი­უ­ჯე­ტის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი იყო გა­და­ხე­დი­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ხარ­ჯე­ბი ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და.

ამ პე­რი­ოდ­ში, რა თქმა უნდა, კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა და შეკ­ვე­ცა მოხ­და და რე­ა­ლუ­რად, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვა­ხერ­ხეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა და 2. ძი­რი­თა­დი დე­რეფ­ნე­ბის შექ­მნა. ამ დე­რეფ­ნებს არ ექ­ნე­ბა ეფექ­ტი, თუ არ იქნა სრუ­ლი ციკ­ლი და ამ დე­რეფ­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია და მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა მი­პყრო­ბი­ლია იქით­კენ, რომ 2023 წელს 13-ვე დე­რეფ­ნის გა­კე­თე­ბა დას­რულ­დეს, შე­იკ­რას ისი­ნი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რათა მი­ვი­ღოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი. არ­სე­ბულ­მა დე­რეფ­ნებ­მა მოგ­ვცა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ 28 წუ­თი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის დრო­ე­ბი და­ვიყ­ვა­ნეთ 18 წუ­თამ­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 15%-ით გავ­ზარ­დეთ და­ფარ­ვის არე­ა­ლი. განაგრძეთ კითხვა

myquiz