როგორ გამოიყურება "საახალწლო სოფელი", რომელიც კახა კალაძემ საზეიმოდ გახსნა? | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება "საახალწლო სოფელი", რომელიც კახა კალაძემ საზეიმოდ გახსნა?

ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე "სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი" სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის გარ­და მო­ი­ცავს 9 აპ­რი­ლის ბაღს და ათო­ნე­ლის ქუ­ჩას, 13 იან­ვრის ჩათ­ვლით პა­ტა­რე­ბის­თვის და არა მარ­ტო მათ­თვის, ჯა­დოს­ნურ სივ­რცედ იქ­ცე­ვა.

"სა­შო­ბაო სოფ­ლის“ გახ­სნას დე­და­ქა­ლა­ქის მერი, კახა კა­ლა­ძე საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძეს­თან, მე­რის მო­ად­გი­ლე, ან­დრია ბა­სი­ლა­ი­ას­თან, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­თან, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს­თან ერ­თად და­ეს­წრო.

"სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში“ გან­თავ­სე­ბუ­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დე­კო­რა­ცი­ე­ბი და ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი, თოვ­ლის ბა­ბუ­ას სახ­ლი, სა­კონ­ცერ­ტო სცე­ნე­ბი, სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, ფო­ტო­ზო­ნა და სა­ბავ­შვო სივ­რცე ჯა­დოს­ნუ­რი შო­უ­ე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ე­წყო­ბა სა­ბავ­შვო-გა­სარ­თო­ბი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და ზღაპ­რის გმი­რე­ბის სა­დღე­სას­წა­უ­ლო მსვლე­ლო­ბე­ბი. ასე­ვე, გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი - სან­ტას სა­ხე­ლოს­ნო და ვორ­ქშო­ფე­ბი, ცეკ­ვის კა­რა­ო­კე და ა.შ. ასე­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა ტკბი­ლე­უ­ლის ფეს­ტი­ვა­ლი. "სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში" მო­წყო­ბილ სხვა­დას­ხვა სცე­ნა­ზე კონ­ცერ­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად, 13 იან­ვრის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თე­ბა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი:

321662563-488886803371609-2234751765260188855-n-38947-1671867763.jpg

saaxalwlo-39319-1671867773.jpg

saaxalwlos-39374-1671867783.jpg

myquiz