"კადიროვი ომში ჩეჩენ ქალებსა და გოგონებს ეპატიჟება" - ჩეჩნეთში ქალების სამხედრო მომზადება იგეგმება | Allnews.Ge

"კადიროვი ომში ჩეჩენ ქალებსა და გოგონებს ეპატიჟება" - ჩეჩნეთში ქალების სამხედრო მომზადება იგეგმება

ჩეჩ­ნეთ­ში ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია ქა­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში გაწ­ვე­ვის თემა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ უკვე გა­მოჩ­ნდნენ მსურ­ვე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, სტუ­დენ­ტე­ბი და შე­საძ­ლოა, მალე მათი შე­სა­ბა­მი­სი სამ­ხედ­რო გა­დამ­ზა­დე­ბაც და­ი­წყოს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, პრე­სის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლის ახ­მედ დუ­და­ე­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩე­ჩე­ნი ქა­ლე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ან, შე­საძ­ლოა, პი­ა­რის ნა­წი­ლი იყოს, რო­მე­ლიც ჩე­ჩე­ნი კა­ცე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში, სტი­მუ­ლის მი­ცე­მას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჰგავს კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქა­ლე­ბის ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში ჩარ­თვა იგეგ­მე­ბა...

ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა, შსს-ს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უბ­რძა­ნა, და­ი­წყოს რე­ზერ­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ასე­ვე, შსს-ში მუ­შა­ო­ბის მსურ­ველ­თა აღ­რი­ცხვა, რათა შემ­დეგ­ში მოხ­დეს მათი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა.

"ამ ყვე­ლა­ფერ­ში სი­ახ­ლე ის არის, რომ აქამ­დე რე­ზერვში მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბი მიჰ­ყავ­დათ, ახლა კი, ქა­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ წას­ვლა. ამ სი­ახ­ლის ფარ­გლებ­ში, ახ­მედ დუ­და­ევ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ქალი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის. ვი­დე­ო­ში სა­უ­ბა­რია, რომ ჩეჩ­ნე­თის ქა­ლე­ბი მზად არი­ან თა­ვი­ანთ კა­ცებს მხა­რი და­უ­ჭი­რონ, სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სებს და­სა­ცა­ვად. ზო­გის მო­საზ­რე­ბით, ეს ვი­დეო არის წმინ­და წყლის პი­ა­რი, რად­გან ომში ქა­ლე­ბის ად­გი­ლი არ არის!" - წერს kavkaz-uzel.eu.

ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­მო­ქა­ლა­ქო დახ­მა­რე­ბის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სვეტ­ლა­ნა გა­ნუშ­კი­ნა ში­შობს, რომ ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო სი­ნამ­დვი­ლე­ში ქა­ლე­ბის თვით­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც მას სა­ეჭ­ვოდ მი­აჩ­ნია."სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი რეკ­ლა­მა და პი­ა­რია. ვიცი, რომ ჩეჩ­ნეთ­ში ქა­ლებ­ში ბევრ რა­მე­ზე არი­ან წამ­სვლე­ლი, რად­გან ვიცი, რომ ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი ომის დროს, ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყ­ვნენ, ოღონდ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად და ამას ია­რა­ღის გა­რე­შეც კი აკე­თებ­დნენ. მათი თავ­და­დე­ბა და სი­მა­მა­ცე, ბევ­რად ეფექ­ტუ­რი იყო, ვიდ­რე ია­რა­ღი. ასე რომ, ეს უფრო კა­დი­რო­ვი პი­ა­რია" - ამ­ბობს გა­ნუშ­კი­ნა.

მისი თქმით, შე­საძ­ლოა, ქა­ლე­ბი, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბებ­ში ქა­ლე­ბი მარ­თლაც მსა­ხუ­რო­ბენ, რაც ბოლო ხა­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში სა­ცე­მია, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით ვა­კან­სი­ე­ბი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში წას­ვლის მსურ­ველ­თათ­ვის და­უშ­ვეს, რაც ერ­თგვა­რი წა­ხა­ლი­სე­ბაა.

"ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან, რომ წა­ვიდ­ნენ. იქ ძი­რი­თა­დად მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ქა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და რო­გორ იქ­ნე­ბა მათი ოჯა­ხის ამ­ბე­ბი, ვინ მო­უვ­ლის მათ შვი­ლებს. დედა სუ­ლაც არ წა­იყ­ვა­ნონ ომში, თუ მა­მას წა­იყ­ვა­ნენ და დედა იმუ­შა­ვებს, ბავ­შვებს ვინ ვინ უპატ­რო­ნებს?.. ამი­ტომ არ მგო­ნია, რომ ჩე­ჩე­ნი ქა­ლე­ბი შვი­ლებს მი­ა­ტო­ვე­ბენ, მაგ­რამ რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­სე­ბობს იძუ­ლე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს" - ამ­ბობს ის.

myquiz