"ცოტნე საფრანგეთშია, ბერა - ბრაზილიაში, გვანცა და უტა კი..." - სად ცხოვრობენ ბიძინა ივანიშვილის შვილები?
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, მისი ოჯახის მიმართ ინტერესი დღემდე რჩება. მართალია, მილიარდელმა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რამდენიმე წელია უარი თქვა და მხოლოდ ცნობილი ადამიანების დაკრძალვის ცერემონიებზე ჩნდება, მაგრამ მისი ოჯახი მაინც ყურადღების ცენტრშია.
ივანიშვილის შვილებიდან ერთადერთი ბერა გახლდათ, რომლის ცხოვრებაც მედიისთვის ხელის გულზე იდო. ამის საშუალებას კი თავად მუსიკოსი აძლევდათ, რადგან ხშირად პოსტავდა შემოქმედებითი აქტივობების შესახებ, ასევე მისი პირადი ცხოვრებაც ყოველთვის საჯარო იყო. ახლა ბრაზილიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და მეორე შვილს ელოდება. მანამდე კი წელიწადზე მეტ ხანს სამხრეთ კორეაში იცხოვრა, სადაც თითქოს მუსიკალური კარიერის გაგრძელებას აპირებდა.
Ambebi.ge შეეცადა გაერკვია სად ცხოვრობენ ამჟამად ექსპრემიერის სამი შვილი, უტა, გვანცა და ცოტნე...
წყარო გვიყვება, რომ წლების წინ გვანცამ რაც საქართველო დატოვა და შტატებში გადავიდა, მას შემდეგ აღარ ჩამოსულა. გოგონას ახალი ფოტო, თუნდაც ბოლო წლებში გადაღებული სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. როგორც ჩანს, გვანცა თავს არიდებს საჯარო ცხოვრებას.