ვინ არიან პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინეს?
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერესთან" საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში გადახტა, თუმცა, სამართალდამცავებმა წყლიდან მისი ამოყვანა და გადარჩენა რამდენიმე წუთში შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე გადაარჩინეს, გიორგი ბერაია და ირაკლი მუხადგვერდელი არიან. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სამართალდამცველები მას შემდეგ, რაც კაცი მტკვარში გადახტა, წყალში რამდენიმე წამში შევიდნენ და მისი დროულად გამოყვანა მოახერხეს.