რას ნიშნავს საქართველოსთვის შავი ზღვის კაბელის პროექტი? | Allnews.Ge

რას ნიშნავს საქართველოსთვის შავი ზღვის კაბელის პროექტი?

რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა. ამასთან, საქართველო კაბელის მშენებლობისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 20 მლნ დოლარით დააფინანსებს.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ "ბიზნეს პალიტრაში“ სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული პროექტით, საქართველო ევროპისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი ხდება, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ქვეყანა პოლიტიკურად იქნება ევროკავშირის სივრცის ნაწილი.

„ზოგიერთი სკეპტიკოსი ამბობს, რომ არ გვაქვს საზღვარი ევროკავშირთან. ჩვენ გვაქვს საზღვარი ევროკავშირთან! ეს არის საზღვაო კავშირი, რომელიც პირდაპირ გვაკავშირებს ევროპის სივრცეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ისტორიულად ჩვენ ქართველები შავ ზღვას ასე აქტიურად ვერ ვიყენებდით, მაგრამ სწორედ ახლა, 21-ე საუკუნეში დადგა ის პერიოდი, როდესაც უნდა გამოვიყენოთ.

შავი ზღვის კაბელი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად არის უპირველესი და მომგებიანი საქართველოსთვის, ჩვენ ვხდებით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ევროპისთვის, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. თუმცა, აქ არის ერთი საკითხი, შენ უკვე პოლიტიკურად ხდები ამ სივრცის ნაწილი, ვინაიდან ელექტროენერგია, კარგად მოგეხსენებათ, ისევ და ისევ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თუ რა როლს თამაშობს ზოგადად ქვეყნებს შორის დაკავშირებასა და განვითარებაში. შესაბამისად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქვეყანა ევროპისთვის ხდება მისი ნაწილი. განაგრძეთ კითხვა

myquiz