თუ ტელეფონზე ბევრი სარეკლამო შეტყობინება მოგდით და დისკომფორტი გექმნებათ - როგორ უნდა გათიშოთ სარეკლამო გზავნილები? | Allnews.Ge

თუ ტელეფონზე ბევრი სარეკლამო შეტყობინება მოგდით და დისკომფორტი გექმნებათ - როგორ უნდა გათიშოთ სარეკლამო გზავნილები?

მომხმარებლებთან კომუნიკაციისას სხვადასხვა კომპანია სარეკლამო შეტყობინებებს აქტიურად იყენებს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, შეთავაზებების, აქციების შესახებ ესემესების რაოდენობაც იმატებს და ეს ადამიანებისათვის ხშირად დისკომფორტად იქცევა.

თუმცა, თითოეულ კომპანიას, რომლებიდანაც სარეკლამო ხასიათის ესემესს იღებთ, აქვს ვალდებულება, რომ ბოლოში მიუთითონ შესაბამისი კოდი, რომლითაც შეტყობინების გათიშვას შეძლებთ. კომპანია ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი მონაცემების გამოყენება.

თუ თქვენ კონკრეტული კომპანიისგან მოითხოვეთ შეტყობინების გათიშვა, მაგრამ 10 სამუშაო დღის შემდეგ ისევ მოგდით მათგან ესემესი, მაშინ შეგიძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას განცხადებით წერილობით ან ელექტრონულ ფოსტაზე მიმართოთ და საკითხის შესწავლა სთხოვოთ. სამსახური მონაცემებს დაამუშავებს და თუ დარღვევა დადგინდება, შესაბამისად იმოქმედებს.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს კომპანიის დაჯარიმებას 3000 ლარით, ხოლო თუ კომპანია 1 წლის განმავლობაში კვლავ დაარღვევს კანონს, ჯარიმა 10 000 ლარია.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციაში განგვიცხადეს, სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნისთვის კომპანიებს კონკრეტული დროის შეზღუდვა არ აქვთ გამოყოფილი. განაგრძეთ კითხვა

myquiz