ლუკაშენკოს საფეხბურთო ვნებები - "ფინალში ღმერთი საფრანგეთისკენ იყო, მაგრამ მან, როგორც ჭეშმარიტმა შემოქმედმა, უკან დაიხია" | Allnews.Ge

ლუკაშენკოს საფეხბურთო ვნებები - "ფინალში ღმერთი საფრანგეთისკენ იყო, მაგრამ მან, როგორც ჭეშმარიტმა შემოქმედმა, უკან დაიხია"

ბე­ლა­რუ­სის ულ­ვა­შა დიქ­ტა­ტო­რი, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო ხში­რად აღ­ნიშ­ნავს და საკ­მა­ოდ ამა­ყობს იმით, რომ წარ­სულ­ში ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ვინ იცის, რა ტა­ლან­ტი და­კარ­გა "ბა­ტემ“ ან მინ­სკის "დი­ნა­მომ“ "ბატ­კას" სა­ხით, როცა ლუ­კა­შენ­კომ სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­დანს პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩია.

19 დე­კემ­ბერს მინ­სკში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ჩაფ­რინ­და და ყო­ფილ "თით­ქმის“ პრო­ფე­სი­ო­ნალ ფეხ­ბურ­თელ­თან რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლა. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან და­უნ­დობ­ლად კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვე­ბის დრო დად­გა.

"ბატ­კას" ასე­ვე ჰკი­თხეს კა­ტა­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ზეც. ლუ­კა­შენ­კო­საც გა­უ­ხარ­და, ძლივს ისეთ სა­კი­თხზე ჩა­მო­ვარ­და სა­უ­ბა­რი, რა­შიც ერ­კვე­ო­და.

"თქვენ შე­იძ­ლე­ბა იცით, მე ყო­ველ­თვის ბრა­ზი­ლი­ას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, შემ­დეგ არ­გენ­ტი­ნას, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ რუ­სე­თი­სა და ბე­ლა­რუ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ ფეხ­ბურ­თი რა­ღაც წმინ­დად აქვთ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ისი­ნი ყვე­ლა ფეხ­ბურთში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი...

სპორ­ტი მიყ­ვარს, თა­ვის დრო­ზე ეს ჩემი პრო­ფე­სია იყო. ბავ­შვო­ბა­სა და ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ფეხ­ბურთს თით­ქმის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ვთა­მა­შობ­დი. კარ­გად ვერ­კვე­ვი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში. ამი­ტომ ჩემ­თვის ჯერ ბრა­ზი­ლი­აა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, შემ­დეგ კი არ­გენ­ტი­ნა... ისი­ნი ფეხ­ბურთს აღ­მერ­თე­ბენ.

eu6mrjsx0aatdz4-1671688553.jpg

რაც შე­ე­ხე­ბა ამ მატჩს, ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რე, მო­თელ­ვა­საც კი. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორც ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ სპორ­ტსმე­ნე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით კი არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბი, ისი­ნი პირ­ვე­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ მინ­დორ­ზე. მთელ მატჩს ვუ­ყუ­რე. არ­გენ­ტი­ნამ ეს მო­გე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ისი­ნი მთე­ლი თა­მა­შის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­მი­ნი­რებ­დნენ, ასე­ვე და­მა­ტე­ბით დრო­შიც. მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლად ვთქვათ - ამ თა­მაშ­ში ღმერ­თი საფ­რან­გე­თის­კენ იყო. იმი­ტომ რომ ასე არ ხდე­ბა, დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე ან­გა­რი­ში გა­თა­ნაბრდეს. მაგ­რამ, ობი­ექ­ტუ­რად, ღმერ­თმა, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ­მა შე­მოქ­მედ­მა, უკან და­ი­ხია. მან ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ი­ნა­ხა, უკან და­ი­ხია და დრა­მა­ტულ მატჩში, იცით, ვი­საც გა­მარ­ჯვე­ბა აჩუ­ქა. ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რო­გორც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, უკე­თესს ვერც მო­ი­ფიქ­რებ. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ასე­თი რამ მოს­კოვ­შიც არ ყო­ფი­ლა, როცა ფრან­გე­ბი და ხორ­ვა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ და ფრან­გებ­მა მარ­ტი­ვად მო­ი­გეს“, - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა პრე­ზი­დენ­ტე­ბი ისევ ჩა­ით­რი­ეს იმ სა­კი­თხებ­ში, რა­შიც ალექ­სან­დრე შე­და­რე­ბით სუს­ტია: პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა, უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტი, სან­ქცი­ე­ბი და ასე შემ­დეგ.

სხვა­თა შო­რის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლამ­დე, ლუ­კა­შენ­კომ მი­ნის­ტრებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ო­ცე­ბულ­მა იკი­თხა, ვუ­ყუ­რე ამ ჩემ­პი­ო­ნატს და იქ ბე­ლა­რუ­სის ნაკ­რე­ბი არ არი­სო, იქ­ნებ ჩემ­შია პრობ­ლე­მა და გულ­მოდ­გი­ნეთ არ და­ვაკ­ვირ­დიო.

ცნო­ბის­თვის, 18 დე­კემ­ბერს, კა­ტარ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც არ­გენ­ტი­ნამ დრა­მა­ტულ მატჩში, პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ით საფ­რან­გე­თი და­ა­მარ­ცხა.

მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

myquiz