მოჭიდავე გოგონა მოდელის პარამეტრებით: გვანცა მჭედლიშვილის სპორტული გზა | Allnews.Ge

მოჭიდავე გოგონა მოდელის პარამეტრებით: გვანცა მჭედლიშვილის სპორტული გზა

ცოტა ხნის წინ ძი­უ­დო­ის­ტი, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი კობა მჭედ­ლიშ­ვი­ლი იყო ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც აშშ-ში ცხოვ­რობს და ას­პა­რე­ზობს. კო­ბას უმ­ცრო­სი და გვან­ცაც ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მე­ლიც ამ სპორ­ტით ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა მხო­ლოდ 15 წლის ასაკ­ში შეძ­ლო ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა.

ერთი შე­ხედ­ვით გვან­ცა მჭედ­ლიშ­ვი­ლი გა­რეგ­ნუ­ლად სუ­ლაც არ ჰგავს ძი­უ­დო­ისტს, თუმ­ცა უკვე წარ­მა­ტე­ბე­ბი და დიდი გეგ­მე­ბი აქვს ამ სპორ­ტში... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, ან­გლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია.

"ინ­გლი­სუ­რი ენის ფი­ლო­ლო­გი­ას ვე­უფ­ლე­ბი. ესეც ძი­უ­დოს გამო ავირ­ჩიე, ვი­ფიქ­რე, ენის კარ­გად შეს­წავ­ლა და ცოდ­ნა ამ საქ­მე­შიც გა­მო­მად­გე­ბო­და... 10 წლის ვი­ყა­ვი, როცა ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­თხა­რი, ძი­უ­დო­ზე მინ­და სი­ა­რუ­ლი-მეთ­ქი. გვერ­დში არ და­მიდ­გნენ, არ უნ­დო­დათ, ძი­უ­დო­ზე რომ შევ­სუ­ლი­ყა­ვი. მხო­ლოდ მა­მა­ჩე­მი იყო ჩემ გვერ­დით, რამ­დენ­ჯერ­მე ძი­უ­დოს გაკ­ვე­თილ­ზე ერ­თად ვი­ყა­ვით, მი­მიყ­ვა­ნა.

318932840-691102882607811-8980379260012283683-n-48075-1671687617.jpg

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი კობა იყო, მერე დედა. მა­შინ ჩოგ­ბურ­თიც მომ­წონ­და, კობა მე­უბ­ნე­ბო­და, ოღონდ ძი­უ­დო­ზე არ შეხ­ვი­დე და ჩოგ­ბურთზე შე­გიყ­ვან­თო. ჩემ­ზე 6 წლით უფ­რო­სია".

- და იარე ჩოგ­ბურთზე?

- რამ­დე­ნი­მე წელი, მაგ­რამ ძი­უ­დოს მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ინც არ გა­მიქ­რა. კობა კი მა­ინც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. თუ გვან­ცა და­ი­წყებს ძი­უ­დო­ში ვარ­ჯიშს, მე გა­მო­ვა­ლო. მოკ­ლედ, დიდი დაბ­რკო­ლე­ბა მქონ­და. დე­დას და კო­ბას რამ­დე­ნი­მე წელი ვეხ­ვე­წე­ბო­დი. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ჩემი გა­ვი­ტა­ნე და და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში.

319997433-2226503310871053-217720617380953996-n-48042-1671687593.jpg

- ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნე, ხომ? ასე რა­ტომ მი­გი­ზი­და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბამ?

- ჩემ­თვის ჩემი ძმა იყო სა­მა­გა­ლი­თო. ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, დავ­დი­ო­დი მის ტურ­ნი­რებ­ზე, მა­ნამ­დე ბავ­შვო­ბა­ში ერ­თად ვჭი­და­ობ­დით და მომ­წონ­და. ასე ნელ-ნელა შე­მიყ­ვარ­და ძი­უ­დო.

- მოკ­ლედ, დღეს ძი­უ­დო­ის­ტი ხარ...

- კი და ახლა ჩემ­თვის მთა­ვა­რი ჩემი ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი ძმის, რად­გან მა­გა­ლითს სულ მის­გან ვი­ღებ. ახლა აქ რომ არ არის, მაკ­ლია. ბევრ რა­ღა­ცას მას­წავ­ლი­და, მის­გან ბევ­რი რამე შე­ვი­ძი­ნე. მისი აქ არ­ყოფ­ნით ეს ყვე­ლა­ფე­რი, ხომ ვამ­ბობ, მაკ­ლია. სა­ერ­თოდ მთელ ოჯახს გვე­ნატ­რე­ბა... მყავს დაც, ის სა­მო­დე­ლო სფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, გვერ­დით ძა­ლი­ან მედ­გა და მიდ­გას... მუდ­მი­ვად კარგ რჩე­ვებს მაძ­ლევს. ყვე­ლა სა­კი­თხში მეხ­მა­რე­ბა. განაგრძეთ კითხვა

myquiz