"ბევ­რჯერ გა­ვუღ­ვი­ძე­ბი­ვარ სველ სა­ბანს სა­ხუ­რა­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი წვი­მის გამო" - ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორისა და ბლოგერის გულახდილი ინტერვიუ | Allnews.Ge

"ბევ­რჯერ გა­ვუღ­ვი­ძე­ბი­ვარ სველ სა­ბანს სა­ხუ­რა­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი წვი­მის გამო" - ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორისა და ბლოგერის გულახდილი ინტერვიუ

ერთი წლის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ხა­ლი­სოდ ატ­ვირ­თულ­მა ვი­დე­ომ დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და მას შემ­დეგ პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ირაკ­ლი ჟვა­ნია ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რი და ბლო­გე­რია. მძი­მე ბავ­შვო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფეხ­ზე მყა­რად დად­გო­მა შეძ­ლო და დღეს სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, ბევ­რს ეხ­მა­რე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 640 000 გა­მომ­წე­რი ჰყავს.

ერთი შე­ხედ­ვით მხი­ა­რუ­ლი და უდარ­დე­ლი ბიჭი 2 წლის ასაკ­ში მა­მით და­ობ­ლდა და დედა ზრდი­და. რო­გორც ამ­ბობს, ხელ­მოკ­ლე ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და და თა­ვის წარ­სულ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს არ ერი­დე­ბა. ირაკ­ლი არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლო ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ.

- ვინ არის ირაკ­ლი ჟვა­ნია კადრს მიღ­მა?

- ირაკ­ლი ჟვა­ნია არის ერთი უბ­რა­ლო, თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ისე­თი­ვე გრძნო­ბე­ბი, თვი­სე­ბე­ბი და ქცე­ვე­ბი აქვს, რო­გო­რიც ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმ პრინ­ცი­პით ვიზ­რდე­ბო­დი, რომ არას­დროს უნდა აა­წყო შენი ბედ­ნი­ე­რე­ბა სხვის უბე­დუ­რე­ბა­ზე. ვცდი­ლობ, სულ მახ­სოვ­დეს დიდი ილი­ას ეს ბრწყინ­ვა­ლე სი­ტყვე­ბი: "კა­ცად მა­შინ ხარ სა­ქე­ბი, თუ ეს წესი წე­სად დარ­გე, ყო­ველ დღე­სა შენს თავს ჰკი­თხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარ­გე".

- რა­ტომ და­ი­წყეთ ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა?

- ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რა გარ­თო­ბის მიზ­ნით და­ვი­წყე. ისე­თი კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ მერე სის­ტე­მა­ტუ­რი სახე მი­ვე­ცი. ვი­დე­ო­ში ძა­ლი­ან ხში­რად, ისეთ აზრს ვდებ, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ფსი­ქი­კი­სა და ხა­სი­ა­თის სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უ­წყობს ხელს. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა მო­ზარ­დებ­მა იცი­ან უფ­რო­სის და ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა.

294296368-740170937305100-1725002039126950235-n-37127-1671611719.jpg

- თა­ვად რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვით?

- ცელ­ქი და ენერ­გი­უ­ლი. ბევ­რი ნიჭი მქონ­და და ამას უფ­რო­სე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნავ­დნენ. 2 წლის ასაკ­ში მა­მის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­მა დე­და­სა და ჩემს გმირ ბე­ბი­ას­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლე ცხოვ­რე­ბა და იმ ტვირ­თის ზიდ­ვა, რა­საც ობ­ლო­ბა ჰქვია. იმ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც ბევ­რი "ახ­ლო­ბე­ლი" ტრი­ა­ლებ­და და ხე­დავ­და, რო­გორ ვებ­რძო­დით ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, სი­ღა­რი­ბეს, შიმ­შილს, სი­ცი­ვეს, არა­ვის გა­მო­უწ­ვდია დახ­მა­რე­ბის ხელი. სა­ღა­მოს, როცა დავ­წვე­ბო­დით, რამ­დენ­ჯერ გა­მი­გო­ნია დე­და­ჩე­მის ჩუმი ტი­რი­ლი. ეგო­ნა, რომ მე­ძი­ნა და არ მეს­მო­და... მე ყვე­ლა­ფე­რი მეს­მო­და, დე! მეს­მო­და, რო­გორ გა­ნიც­დი­დი იმას, რომ შენი შვი­ლი მში­ე­რი იძი­ნებ­და... ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ღმერ­თის მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან მა­ჩუ­ქა ასე­თი დედა; ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მო­მი­ძღვნა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა! ჩემ­ში თუ რა­ი­მე კარ­გია, სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

139731795-410280406960823-4641759381507298826-n-37139-1671611748.jpg

დე­დას­თან ერ­თად

ჩემი წარ­სუ­ლი, ბავ­შვო­ბა არც ისე­თი ად­ვი­ლი და ტკბი­ლი იყო... ტკი­ვილ­მა მას­წავ­ლა, რო­გორ მივ­სუ­ლი­ყა­ვი სწორ გზამ­დე, რო­გორ შე­მეც­ვა­ლა ჩემი მა­შინ­დე­ლი ყოფა და რო­გორ მე­ცხოვ­რა მო­მა­ვალ­ში უკე­თე­სად! ისე­თი მწა­რე ღა­მე­ე­ბი მი­თე­ნე­ბია შიმ­ში­ლის­გან და­უძ­ლუ­რე­ბულს, რომ გახ­სე­ნე­ბაც მი­ჭირს... ბევ­რჯერ გა­ვუღ­ვი­ძე­ბი­ვარ სველ სა­ბანს სა­ხუ­რა­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი წვი­მის გამო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არ გავ­ბო­როტ­დი და უფა­ლი არ და­ვი­ვი­წყე! არ დავ­კარ­გე უმ­თავ­რე­სი რამ - ადა­მი­ა­ნო­ბა. ის გზა, რო­მე­ლიც გა­ვი­ა­რე, უნდა გა­მევ­ლო. ეს იყო ის ჯვა­რი, რო­მე­ლიც უნდა მო­მე­ტა­ნა აქამ­დე.

არას­დროს და­მა­ლოთ თქვე­ნი წარ­სუ­ლი, არას­დროს შეგრცხვეთ მისი, ნუ­რა­სო­დეს და­გა­ვი­წყდე­ბათ, ვინ იყა­ვით, ვინ ხართ და სა­ი­დან მო­დი­ხართ! ნუ გა­უ­წყრე­ბით უფალს იმის­თვის, რისი შეც­ვლაც თა­ვად არ გიც­დი­ათ.

- თქვენს პრო­ფე­სი­ა­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით.

- 10 წე­ლია, ამ სფე­რო­ში ვარ და მინ­და გი­თხრათ, რომ ბევ­რად უფრო კარ­გი ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რი ვარ, ვიდ­რე ვი­დე­ობ­ლო­გე­რი და "ტი­კტო­კე­რი".

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი აძ­ლევს რჩე­ვებს გა­მომ­წე­რებს - რო­გორ და­იკ­ლონ წო­ნა­ში, რა­მაც არა­ერთ ადა­მი­ანს შე­უქ­მნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა.

- ყვე­ლას ვურ­ჩევ, ტრე­ნე­რი არ აარ­ჩი­ონ ლა­მა­ზი ტა­ნით და ენა­წყლი­ა­ნო­ბით. ტრე­ნე­რი უნდა იყოს გა­მოც­დი­ლი, ხოლო იმის გა­გე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია თუ არა, ძა­ლი­ან ად­ვი­ლია: სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და არ არის რთუ­ლი გა­ი­გო, ვინ რას წარ­მო­ად­გენს. უბ­რა­ლოდ გა­ი­კი­თხეთ, ვის­თან გაქვთ საქ­მე და ყვე­ლას ნუ ენ­დო­ბით.

- რო­გორ და­ვიკ­ლოთ წო­ნა­ში სწრა­ფად?

- სწრა­ფად წო­ნა­ში კლე­ბა არა­ჯან­სა­ღია, ამას დრო სჭირ­დე­ბა. იყა­ვით უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი, ია­რეთ ბევ­რი, არ გა­ე­კა­როთ სწრაფ კვე­ბას, ცო­მე­ულს და ტკბი­ლე­ულს ერი­დეთ, მაგ­რამ არ იშიმ­ში­ლოთ! დი­ე­ტა შიმ­ში­ლი კი არა, სწო­რი კვე­ბაა! ერთი პა­ტა­რა რჩე­ვაც ჩემ­გან: საჭ­მე­ლი ნელა მი­ირ­თვით და იმ­დე­ნი, რომ კვლავ გქონ­დეთ ოდ­ნა­ვი შიმ­ში­ლის გრძნო­ბა. საჭ­მლის მი­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მი 20 წუ­თის შემ­დეგ ირ­თვე­ბა.

- რო­გო­რი უნდა იყოს ქალი, რო­მე­ლიც თქვენს ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობს? ვფიქ­რობ, გა­მომ­წე­რებს ეს და­ა­ინ­ტე­რე­სებთ.

- რო­დე­საც ქალი საყ­ვა­რე­ლი საქ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ის არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი და ენერ­გი­ით სავ­სე. სწო­რედ ეს ენერ­გია არის მაგ­ნი­ტი, რომ­ლი­თაც მი­ზი­დავს. ძლი­ე­რი და შემ­დგა­რი ქალი უნდა იყოს და რაც მთა­ვა­რია, იუ­მო­რის გრძნო­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.

ფიქ­რია რო­ბა­ქი­ძე, ჟურ­ნა­ლი "გზა"

myquiz