როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი

21 დე­კემ­ბერს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით ცივი, ღრუბ­ლი­ა­ნი, ნის­ლი­ა­ნი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ნა­ლე­ქი მო­სა­ლოდ­ნე­ლია უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ბარ­ში დღი­სით +1, +6 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 21 დე­კემ­ბრი­დან 26 დე­კემ­ბრამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია შე­და­რე­ბით თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში +11, +16 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. 21 დე­კემ­ბერს ზო­გან იქ­რო­ლებს აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი.

22 დე­კემ­ბრი­დან 26 დე­კემ­ბრამ­დე უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +4, +9 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

თბი­ლის­ში 21 დე­კემ­ბერს თოვლ-ჭყა­პი და ნის­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღის სა­ა­თებ­ში +3 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა. 22 დე­კემ­ბრი­დან 26 დე­კემ­ბრამ­დე უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღის სა­ა­თებ­ში +7, +9 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.