5 ყველაზე საშიში, უჩვეულო და მოულოდნელი გვერდითი ეფექტი | Allnews.Ge

5 ყველაზე საშიში, უჩვეულო და მოულოდნელი გვერდითი ეფექტი

წამლებმა, შესაძლებელია, ესა თუ ის გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს.მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილები, ძილიანობა, თავბრუსხვევა. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა კი იმდენად უჩვეულო და უცნაურია, ძნელად დასაჯერებელია, რომ სწორედ სამკურნალო საშუალების მიღებამ გამოიწვია მათი განვითარება.

ორგაზმი მთქნარებისას

კლომიპრამინი - ანტიდეპრესანტი, რომლის მიღებამ, ამ კლასის პრეპარატებისთვის დამახასიათებელი სრულიად სტანდარტული გვერდითი ეფექტების გარდა, როგორებიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპერსონალიზაცია და ლიბიდოს დაქვეითება, შეიძლება გამოიწვიოს უცნაური შედეგები.

ადამიანთა დაახლოებით 5%, ვინც კლომიპრამინით ან სხვა ანტიდეპრესანტით მკურნალობს, განიცდის ორგაზმს მთქნარებისას, რომელიც შეიძლება აღინიშნოს სრულიად მოულოდნელ ადგილებსა და სიტუაციებში. მაგალითად, ცნობილია ქალი, რომელმაც უეცარი, სამსაათიანი ორგაზმი განიცადა შოპინგის დროს დამთქნარებისას. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი გვერდითი ეფექტები ლეგენდის სფეროდანაა, თუმცა სამეცნიერო პუბლიკაციები და კვლევები ამ ფენომენის არსებობას ადასტურებს.

სხვადასხვა ფერის შარდი

ცნობილია, რომ შარდის ფერი შეიძლება სხვადასხვა მედიკამენტის მიღების დროს შეიცვალოს. ხშირად მას უფრო მუქი ან ღია ელფერი აქვს. თუმცა ზოგჯერ ფერის შეცვლამ შეიძლება გააოცოს და შეაშინოს პაციენტი.

მაგალითად, ფენაზოპირიდინის ანალგეტიკის მიღება, რომელიც აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება და ხშირად ინიშნება შარდგამომყოფი გზების ინფექციების სამკურნალოდ, ტკივილისა და წვის შეგრძნების საწინააღმდეგოდ იწვევს შარდის ფერის შეცვლას მკვეთრად სტაფილოსფრად.

მალარიის სამკურნალო პრეპარატების ქლოროქინისა და პრომაკინის მიღებისას შარდის ფერი თითქმის შავია. მსგავსი ეფექტი შეიძლება განვითარდეს მეტრონიდაზოლის მიღების შემდეგაც.

ანტიდეპრესანტი ამიტრიპტილინი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ინდომეტაცინი ზოგიერთ პაციენტში შარდს მოლურჯო ელფერს აძლევს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz