როგორ გამოიყურება ბინა, რომელშიც გურამ შეროზია წლებია ცხოვრობს და რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ბინა, რომელშიც გურამ შეროზია წლებია ცხოვრობს და რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო

როგორც ბლოგერი და ჟურნალისტი გურამ შეროზია ამბობს, ეს ბინა, რომელშიც მეექვსე წელია ცხოვრობს, ულამაზესი ხედის, ნათელი სივრცის, ხელმისაწვდომი ფასის გამო აარჩია თავის დროზე. თავდაპირველად იქ მარტო შეუდგა ცხოვრებას, ახლა კი მასთან არიან დედამისი და ხშირად მისი ქალიშვილიც იქ ცხოვრობს მამასთან ერთად.

- ბინა წერეთლის გამზირზეა, პანთეონთან. პროექტი იყო ძალიან ლამაზი და ორიგინალური, ფასებიც - მისაღები, მქონდა საკმაოდ კარგი ფასდაკლება. ეს უბანი ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელია. ჩემი ძველი სახლიც ამ უბანშია. ბინა მე-13 სართულზეა, ყველა ოთახიდან არაჩვეულებრივი და ულამაზესი ხედი მოჩანს. ერთი სიტყვით, ბევრი პარამეტრი იყო, რის გამოც არჩევანი ამ სახლზე შევაჩერე, - ამბობდა გურამი ჩვენთან ინტერვიუში.

guram1-1671513327.jpg

"სახლი ჩემი დიზაინით და გემოვნებით მოვაწყვე. "გუგლში" ვეძებდი იდეებს. ზოგჯერ ჩემს მეგობარ დიზაინერებს ვთხოვდი რჩევებს. როგორც იქნა, დასრულდა მათი დასპამვა შეკითხვებით, რჩევების თხოვნით. შემდეგ ვუხსნიდი ხელოსნებს და ისინიც ზუსტად ისე აკეთებდნენ ყველაფერს, როგორც ვეუბნებოდი. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, ამიტომ თითქის ყველა ფერი გამოვიყენე. მისაღები ოთახი კრემისფერსა და ყავისფერში გადავწყვიტე. ერთი საძინებელი მოვარდისფრო-მოიასამნისფროა.

guram7-1671513341.jpg

კაბინეტი ყვითელ ფერშია. ფაქტობრივად, არც ერთი ფერი არ დავტოვე გამოუყენებელი. რაც შეეხება განათებას, ნათელ ბინებს ვანიჭებ უპირატესობას. ჩემი სახლიც ნათელია. ორივე მხრიდან მზე უდგება. იხილეთ სრულად

myquiz