"აქ ბევრი ჩამოდის და უკან ცოტა ბრუნდება“ - ქართველი რესტორატორი, რომელმაც ამერიკელებს ხაჭაპური და ხინკალი შეაყვარა
იმედა ლონდარიძე ამერიკაში, ოჯახთან ერთად, თითქმის 16 წლის წინ გაემგზავრა. სულ ცოტა ხნის წინ კი, მან ფილადელფიაში საკუთარი რესტორანი სახელწოდებით "საქართველო“ გახსნა.
- როდის და რატომ წახვედით საქართველოდან?
- საქართველო 2007 წლის მაისში დავტოვე და საცხოვრებლად ამერიკაში გადმოვედით. აქ წამოსვლის მიზეზი "მწვანე ბარათი“ იყო, რომელიც ოჯახმა მოვიგეთ.
საქართველოში ბიზნესში არ ვიყავი ჩართული, ჩემი ბოლო სამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. ისეთ დროს ჩამოვედით ამერიკაში, როდესაც ჯერ კიდევ ასეთი განვითარებული არ იყო მსოფლიო, როგორიც დღეს არის. დღეს ბევრად ადვილია ბიზნესის კეთება, ვიდრე 10-15 წლის უკან და ეს სწორედ ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა.
აქ შედარებით თავისუფალია ბიზნესი და მისი კეთებაც ადვილია. ბოლო წლებში ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა საქართველო - ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს და გასცეს პასუხი კითხვას - რატომ? ძალიან გაუჭირდა ხალხს. ეს გაჭირვება კი, ჩემი აზრით, ქვეყნის არასწორმა მართვამ განაპირობა. სახელმწიფო ბიზნესივით არის: თუ სწორად მართავ, შედეგს იღებ, თუ არა, კოტრდები. მე ყოველთვის ვამბობ,- თუ ფულს სწორად ხარჯავ და შემდეგ სწორად მართავ, კარგ შედეგებს იღებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი კრახით სრულდება.
- როდის გაიხსნა რესტორანი "საქართველო“?
- ჩემი რესტორანი 2022 წლის 14 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა გეგმის მიხედვით ეს სექტემბერში უნდა მომხდარიყო.
- რა ბიუროკრატიული პროცესები შეგხვდათ რესტორნის გახსნის პროცესში ამერიკაში?
- აქ შედარებით ადვილია ბიზნესის წამოწყება, როცა იცი, რა და როდის უნდა გააკეთო, მთავარია თანმიმდევრულად მიჰყვე. სახელმწიფოსგან ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს. განაგრძეთ კითხვა