მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას იწყება - რა დაჯდება სამუშაოები?
თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას იწყება. დედაქალაქის მთავრობამ პროექტირება-მშენებლობზე სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოაცხადა. სამუშაოები 3 ეტაპად ჩატარდება, შესაბამისად, მთლიანი გამზირის რეაბილიტაციაზეც 3 ტენდერია გამოცხადებული.
დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი ტენდერი სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 515 779 ლარს შეადგენს. მეორე მონაკვეთია გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე, აქ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 592 298 ლარია. იხილეთ სრულად