რისი შედეგია კანის სიმშრალე და რა უნდა გავითვალისწინოთ მშრალი კანის მოვლისას? | Allnews.Ge

რისი შედეგია კანის სიმშრალე და რა უნდა გავითვალისწინოთ მშრალი კანის მოვლისას?

კანის სიმშრალე კანის გავრცელებული პრობლემაა.მშრალი კანი გამოირჩევა დაქვეითებული ელასტიურობით, აქერცვლით და ადვილად გაღიზიანებადობით. ამ დროს, ადამიანი უჩივის ქავილს, მგრძნობელობის მომატებას.

კანის სიმშრალის გამომწვევი მიზეზი ჰიდროლიპიდური დისბალანსია, რომელიც კანის ზედა შრეში (ეპიდერმისის რქოვანა შრეში) იჩენს თავს. ლიპიდები(ცერამიდები,ქოლესტეროლი,ცხიმოვანიმჟავები,ფოსფოლიპიდები, გლიკოზილცერამიდები)ტრანსეპიდერმული ტენიანობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.

კანის სიმშრალე შეიძლება იყოს როგორც, პათოლოგიური პროცესის სიმპტომი, ისე კანის უჯრედების უკუგანვითარების შედეგი ჯანმრთელ პირებში.

კანის აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია სხვადასხვა დარღვევების გამოვლინება იყოს, მაგალითად:

ენდოკრინული დარღვევების - შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;სისხლის, თირკმლის, ღვიძლის დაავადებების;ონკოლოგიური პრობლემების;ვიტამინების ნაკლებობისამას გარდა, კანის ზოგიერთი ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ფსორიაზი, დერმატიტი, იქთიოზი კანის სიმშრალით ხასიათდება.

გამომწვევ სხვა მიზეზებს შორის საყურადღებოა:

კანის არასწორი მოვლა;ცხელი წყლით ხშირი ბანაობა;კოსმეტიკის ჭარბი მოხმარება;ტუტე საპის გამოყენება;არასასურველი კლიმატური პირობები - მრალი ჰავა, ქარი, ყინვა, მკვეთრი მზე, ჰაერის ტენიანობა;ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევაკლინიკურად კანის სიმშრალე ვლინდება: აქერცვლით, ნაპრალებით, რომლის შედეგად ვითარდება ქავილი, დაჭიმვის შეგრძნება. აღინიშნებამომატებულია მგრძნობელობა გარემოს ფაქტორებისადმი.

მშრალი კანის მოვლა ითვალისწინებს გასუფთავებას და დატენიანებას.

myquiz