"მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და მასთან ასეთი პატარა საოცრება მაკავშირებს" - გურამ შეროზია ყოფილ ცოლს დაბადების დღეს ულოცავს
ჟურნალისტი და ბლოგერი გურამ შეროზია ყოფილ ცოლს - ხატია ჩოხარიძეს, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს, დაბადების დღეს ულოცავს სოციალურ ქსელში:
"დღეს 12 საათზე, აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი გოგოს დაბადების დღე დადგება! რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და რომელთანაც ასეთი პატარა საოცრება მაკავშირებს! ბევრი კარგი რამ გამოვიარეთ ერთად, ბოლოსკენ - ცუდებიც, მაგრამ ვრჩებით ადამიანებად და ელენას ისეთ მშობლებად, როგორებიც უნდა ვიყოთ, ბავშვს არ აკლია არც ერთის ყურადღება და როცა საჭიროა - ერთადაც გვხედავს! მისი წარმატებები სულ გამიხარდება, ახლაც მიხარია, მათ შორის პირად ცხოვრებაშიც და მას - ჩემი. მინდა, რომ ელენას ძალიან შემდგარი, ბედნიერი, წარმატებული და მუდამ მომღიმარი დედა ჰყავდეს!
სხვათა შორის პრაიმ ჰაუსშიც ჩემი დიდი გულშემატკივარია და ვიცი, რომ ახლაც დიდი მონდომებით მაძლევს ხმას. მადლობა და დიიიიდი წარმატებები".