ბზარებით დაწყებული ურთიერთობა: ყველაზე სკანდალური სამეფო წყვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები
სამეფო ოჯახის ცხოვრება ზღაპარული რომ არ არის, ეს 21-ე საუკუნეში ყველაზე კარგად ჩანს. თუმცა, გასული საუკუნის 80-იანებში, სამეფო სასახლეში ცხოვრება ნამდვილად ზღაპრის ასოციაციას ქმნიდა. მაგრამ მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, რეალობა შორს იყო ნამდვილი ბედნიერებისგან.
პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას წყვილს მსოფლიოში დღემდე ყველაზე მეტად განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება 20 წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მათი ისტორია არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც დღეს. ეს ერთის მხრივ, Netflix-ის სერიალის, The Crown-ის ახალი სერიების დამსახურებაა, მეორეს მხრივ კი, მეგან მარკლის ბოლო დროინდელი ინტერვიუების, რომელშიც ის სამეფო ოჯახში არსებულ დაძაბულობაზე საუბრობდა.
თავიდანვე განწირული
1992 წელს ბუკინგემის სასახლემ ამ ქორწინების ზღაპრის წიგნის ბოლო თავი დაწერა, რომელიც თავიდანვე არასწორი იყო. სასახლემ გამოაცხადა, რომ უელსის პრინცისა და პრინცესას ქორწინება 11 წლის შემდეგ დასასრულს უახლოვდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს არავინ აცნობიერებდა ამას, ახლა ვიცით, რომ მათ ურთიერთობას შანსი თავიდანვე არ ჰქონდა.
როგორ მოხდა ეს ყველაფერი ასე არასწორად? დაიანა სინამდვილეში არ იყო პირველი სპენსერი, რომელსაც ჩარლზმა თვალი დაადგა...
დასთან შეხვედრაჩარლზისა და დაიანას სასიყვარულო ურთიერთობა არ იწყება ჩარლზითა და დაიანათი. ის იწყება ჩარლზითა და ლედი სარა სპენსერით, დაიანას უფროსი დით. ისინი მანამ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე ლედი სარა ზედმეტად გულწრფელად არ მოიქცა პრესასთან. გარდა იმისა, რომ თავისი პირადი ზრახვები გაამხილა, მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის გავყვები ცოლად, მენაგვეს თუ პრინცს, მთავარია ჩვენ შორის სიყვარული იყოს".
ჩარლზი და დაიანას და ლედი სარა
ასეთი შედარებით განრისხებულმა ჩარლზმა ურთიერთობა მალევე დაასრულა. თუმცა, ჯერ კიდევ ერთად ყოფნის პერიოდში, ის ეწვია Althorp House-ს, სპენსერების რეზიდენციას. სწორედ იქ შეხვდა პირველად 16 წლის დაიანას. განაგრძეთ კითხვა