საფრანგეთი ფინალშია - ევროპელებმა მაროკოს სენსაციური წინსვლა შეაჩერეს და 18-ში მესის არგენტინასთან მოუწევთ ბრძოლა | Allnews.Ge

საფრანგეთი ფინალშია - ევროპელებმა მაროკოს სენსაციური წინსვლა შეაჩერეს და 18-ში მესის არგენტინასთან მოუწევთ ბრძოლა

14 დე­კემ­ბერს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს საფ­რან­გე­თი­სა და მა­რო­კოს ნაკ­რე­ბე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­რო­კო პირ­ვე­ლი აფ­რი­კუ­ლი გუნ­დია, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და.

ან­გა­რი­ში მე-5 წუთ­ზე საფ­რან­გეთ­მა გახ­სნა. ბურ­თი თეო ერ­ნან­დეს­მა გა­ი­ტა­ნა. პირ­ველ ტა­იმ­ში მეტი გოლი აღარ გა­სუ­ლა.

მე­ო­რე ტა­ი­მი დიდ­წი­ლად მა­რო­კოს აქ­ტი­უ­რო­ბით წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა აფ­რი­კე­ლებ­მა ბურ­თის გა­ტა­ნა ვერ შეძ­ლეს. მოქ­მე­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი კი 79-ე წუთ­ზე შეც­ვლა­ზე შე­მო­სუ­ლი რენ­დალ კოლო მუ­ა­ნის გო­ლით და­წი­ნა­ურ­დნენ. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ გოლ­ში ლო­მის წილი შე­ი­ტა­ნა საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის ლი­დერ­მა კი­ლი­ან მბა­პემ.

fronce3-03819-1671080296.jpg

სა­ბო­ლო­ოდ მატ­ჩი საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით: 2:0 დას­რულ­და. მა­რო­კოს სენ­სა­ცი­უ­რი წინსვლა შე­ჩერ­და, თუმ­ცა მათ მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის ბრძო­ლა ხორ­ვა­ტი­ას­თან მო­უ­წევთ. საფ­რან­გე­თი კი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­თხედ გა­ვი­და ფი­ნალ­ში, ამ­ჯე­რად მისი მე­ტო­ქე არ­გენ­ტი­ნა იქ­ნე­ბა. ფი­ნა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა 18 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. ევ­რო­პე­ლებს აქვთ შან­სი, რომ ზე­დი­ზედ მე­ო­რედ მო­ი­პო­ვონ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი.

myquiz