ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას | Allnews.Ge

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

რეზოლუციის მეექვსე შესწორებაში, რომლიც ავტორიცაა ევროდეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ „დაუწესდეს პერსონალური საქნციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე“.

ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.

myquiz