"დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს... ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ, ვიდრე... " - რას წერს სააკაშვილი | Allnews.Ge

"დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს... ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ, ვიდრე... " - რას წერს სააკაშვილი

ვაც­ნო­ბი­ე­რებ ყვე­ლა რისკს ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ ვი­შიმ­ში­ლებ მა­ნამ, ვიდ­რე არ მი­ვი­ღებ მყარ გა­რან­ტი­ებს სა­კუ­თარ პრო­ცეს­ზე ვი­დე­ო­ლინ­კით მა­ინც ჩარ­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ გა­აც­ნო.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, ყო­ველ­გვარ და­ცინ­ვა­სა და დამ­ცი­რე­ბა­საც სა­ზღვა­რი აქვს.

"დღეს უარი მეთ­ქვა ყვე­ლა­ზე ელე­მენ­ტა­რულ უფ­ლე­ბა­ზე, და­ვეს­წრო სა­კუ­თარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს. ეს არის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მის დარ­ღვე­ვა, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ მივ­მარ­თო პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას, შიმ­ში­ლო­ბას. რა თქმა უნდა, ვაც­ნო­ბი­ე­რებ ყვე­ლა რისკს ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ ვი­შიმ­ში­ლებ მა­ნამ, ვიდ­რე არ მი­ვი­ღებ მყარ გა­რან­ტი­ებს სა­კუ­თარ პრო­ცეს­ზე ვი­დე­ო­ლინ­კით მა­ინც ჩარ­თვის. ყო­ველ­გვარ და­ცინ­ვა­სა და დამ­ცი­რე­ბა­საც სა­ზღვა­რი აქვს“, - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

myquiz