95 წლის ჩემპიონი სპორტულ სიარულში - რაში მდგომარეობს მისი დღეგრძელობის საიდუმლო? | Allnews.Ge

95 წლის ჩემპიონი სპორტულ სიარულში - რაში მდგომარეობს მისი დღეგრძელობის საიდუმლო?

ავსტრალიელი ჩემპიონი სპორტულ სიარულში გვიმხელს, თუ როგორ ინარჩუნებს განწყობას 95 წლის ასაკში და რა არის მისი დღეგრძელობის საიდუმლო.

ქმარი ჰეზერ ლის 20 წლის წინ გარდაეცვალა და გარდაცვალებამდე უთხრა: „ახლა დროა აჩვენო შენი ძალა“. შემდეგ ლიმ გადაწყვიტა შეერთებოდა პენსიონერთა ჯგუფს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რბოლაში, ფიზიკური აქტივობის გაზრდისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ამის შემდეგ ქალი გადავიდა სპორტულ სიარულზე და დაიწყო შებრიბებში გმარჯვება.

2011 წელს, როდესაც ლი 84 წლის იყო, ფიზიოთერაპევტმა ურჩია მონაწილეობა მიეღო ოსტატთა თამაშში, ერთკვირიან ღონისძიებაში, სადაც სპორტსმენები მთელი ქვეყნის მასშტაბით ასპარეზობენ სოირტის სხვადასხვა სახეობებში, დაწყებული მძლეოსნობიდან ბოულინგით და ბილიარდით დამთავრებული.

ლიმ განაცხადა:

„ახალგაზრდა ქალებს ვამარცხებდი და ჩემი თავით საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი, ვფიქრობდი: „ჩემი ასაკის გათვალისწინებით, არც თუ ცუდად მივდივარ“.

სახლში დაბრუნებულმა ჰეზერმა აღმოაჩინა, რომ ოსტატთა თამაშებზე ნაჩვენები შედეგები ძალიან ახლოს იყო მსოფლიო რეკორდებთან 85-90 ასაკობრივ ჯგუფში. ამის შემდეგ ქალმა საკუთარ თავს მიზნად გარკვეული რეკორდების მოხსნა დაუსახა. იხილეთ სრულად