"მე და ლალი ძალიან ვმეგობრობდით, არაჩვეულებრივი ქალი იყო" - ეკა კახიანი პირველ ქორწინებაზე, შვილებსა და ლალი ბადურაშვილზე
მომღერალმა ეკა კახიანმა გადაცემაში "სთორი" პირველ ქორწინებაზე მოკლედ ისაუბრა. მან თბილად გაიხსენა მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელიც მისი დედამთილი იყო პირველ ქორწინებაში, როცა ის ერეკლე ბადურაშვილზე იყო დაქორწინებული.
"მე და ლალი ძალიან ვმეგობრობდით, არაჩვეულებრივი ქალი იყო, ძალიან მეგობრული, არ იყო დედამთილური და ჩემიანი იყო ყოველთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედები ობიექტუროაბს კარგავენ შვილთან მიმართებაში და ძალიან ბევრ რამეს ვერ ხედავენ. ლალი კარგად ხედავდა ყველაფერს." - აღნიშნა მომღერალმა.
მისი თქმით, პირველი ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება თავად მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე ბადურაშვილი შერიგებას ხშირად სთხოვდა, ეს არ მომხდარა.
"პირველი ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება მე მივიღე. ნინის მამამ შერიგება ბევრჯერ მთხოვა. რომ მითხრეს, "არა", იმის წინააღმდეგ წავედი. რევოლუციონერი არ ვარ, ჯიუტი ვარ, თუმცა ჩემს პირადში რა დამემართა, არ ვიცი. შინაგანად ალბათ მეამბოხე ვარ.
მეორე მეუღლე მალევე გამოჩნდა და შევქმენით ოჯახი." - თქვა მან.
ეკა კახიანს ნინი ბადურაშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ხოლო მეორე ქორწინებიდან კიდევ ორი ქალიშვილი, ქეთო და ანასტასია თოფფურიძეები. მომღერლის თქმით, შვილებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
"არ მერიდება ვთქვა, რომ მართლა ძალიან კარგი გოგოები მყავს. ხომ არის, რომ სამი გოგო და რაღაც... ბიჭი? არ არის ეს ბიჭი. სულ ვაჩენდი, რომ ლადო უნდა გამეჩინა, მაგრამ ვერ გავაჩინე. უცებ შევიძნე სამი და. არც და მყავს და არც ძმა და ეს გოგოები ახლა არიან ჩემი მეგობრები." - თქვა ეკა კახიანმა.