"მკურნალობის გარეშე, ის 140 სანტიმეტრსაც ვერ მიაღწევდა" - საინტერესო მომენტები ლიონელ მესის ცხოვრებიდან | Allnews.Ge

"მკურნალობის გარეშე, ის 140 სანტიმეტრსაც ვერ მიაღწევდა" - საინტერესო მომენტები ლიონელ მესის ცხოვრებიდან

ფეხბურთის გულშემატკივართა ყოველ თაობას ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელი, როგორებიც იყვნენ: პელე, დიეგო მარადონა, მიშელ პლატინი... ახლა კი მათ რიცხვში თავისუფლად შეიძლება შევიყვანოთ ლიონელ მესი.

აღსანიშნავია, რომ კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, მის კარიერაში ბოლო ჩემპიონატია.

„მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დღეებს ვითვლი. სიმართლე გითხრათ, ცოტა აღელვებული ვარ და ვნერვიულობ, რადგან ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. იმედი მაქვს, რომ არგენტინის ნაკრებისთვის ყველაფერი კარგად ჩაივლის. მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თითოეული მატჩი ურთულესია. სწორედ ამიტომ არის ეს ტურნირი განსაკუთრებული და ფავორიტები ყოველთვის არ იმარჯვებენ. არ ვიცი, რამდენად დიდია ჩვენი შანსები, მაგრამ მუნდიალზე არგენტინა ყოველთვის არის ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ფავორიტები ვართ“, – ციტირებს არგენტინელი ვარსკვლავის სიტყვებს Star+.

ჩვენ კი მოგიყვებით, როგორ შეძლო ბიჭმა, რომელსაც დაბადებიდანვე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებოდა, გადაელახა ყველა წინააღმდეგობა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული 7-ჯერ მოეპოვებინა.

ბავშვობა

uzn-14991674748-1670601681-1670748739.jpg

ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი 1987 წლის 24 ივნისს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. მესის მშობლები, იტალიელი ემიგრანტები არგენტინაში 1983 წელს ჩავიდნენ. მომავალი ფეხბურთელის მამა შემდუღებელი იყო, დამატებით კი მწვრთნელადაც მუშაობდა, დედა კი - დამლაგებლად. მათ მრავალშვილიანი ოჯახი აქვთ, მესის ორი ძმა და ერთი და ჰყავს.

მესი ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა პირველად დაიწყო ფეხბურთის თამაში და იმ გუნდში მივიდა სავარჯიშოდ, სადაც მამამისი მწვრთნელად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშზე ის პირველად ბებიამ წაიყვანა, ბებო ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც სჯეროდა, რომ მესი დიდ წარმატებას მიაღწევდა.

უამრავი წელი გავიდა და მესიმ დიდ წარმატებას ნამდვილად მიაღწია, ყოველი გოლის გატანის შემდეგ კი ის ბებიის პატივსაცემად, ხელებს ზემოთ სწევს. მესი 10 წლის იყო ბებო რომ გარდაეცვალა.

8 წლის მესი უკვე პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, მოიგო პერუს საამხანაგო თასიც. ის იმდენად ნიჭიერი იყო, რომ საფეხბურთო კლუბ „რივერ პლეიტის“ წარმომადგენლებმა შეამჩნიეს და საბოლოოდ, ის ერთდროულად ორი კლუბის ფეხბურთელი გახდა.

antonela-1670601681-1670748767.jpg

ახალგაზრდა და წარმატებული ფეხბურთელის კარიერას, 11 წლის ასაკში დიდი საფრთხე დაემუქრა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, მას ზრდის ჰორმონის, სომატოტროპინის დეფიციტი დაუდგინეს. მას დაახლოებით 11 ათასი დოლარის ღირებულების მკურნალობა სჭირდებოდა, რისი გადახდის საშუალება არც ბავშვის მშობლებს და არც „რივერ პლეიტის“ კლუბს ჰქონდა.

მესის მამამ გადაწყვიტა, ბავშვი როგორმე ესპანეთში ჩაეყვანა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მწვრთნელებისთვის წარედგინა. მათ საფეხბურთო აგენტი ორასიო გაჯიოლი დაეხმარა. როგორც თავად იხსენებს, ვერ დაიჯერა, რომ ამ პატარა ბიჭს ფეხბურთის თამაში ასე კარგად შეეძლო. განაგრძეთ კითხვა

myquiz