როგორ ცხოვრობს ცნობილი ოჯახის შვილი, რომელსაც ბავშობიდან იცნობთ: ნატალია ყიფშიძე გეგმებზე, მშობლებსა და და-ძმებზე | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს ცნობილი ოჯახის შვილი, რომელსაც ბავშობიდან იცნობთ: ნატალია ყიფშიძე გეგმებზე, მშობლებსა და და-ძმებზე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს და ვიც­ნობ, მას­თან ასე ახ­ლოს არას­დროს მი­სა­უბ­რია. ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლია. უკვე დი­დია, 21 წლის გო­გოა და ვფიქ­რობ, ბევ­რის­გან თა­ვი­სი მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბით და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სტუ­დენ­ტია, "ჯი­პა­ში" ციფ­რულ მე­დია და კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე სწავ­ლობს. ბოლო კურ­სზეა, სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ აქვს, თუმ­ცა იცის, რა უნდა და კი­დევ სად შე­უძ­ლია სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა.

"შე­იძ­ლე­ბა სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ჩა­ვა­ბა­რო, ან მაგ კუ­თხით კურ­სე­ბი უცხო­ეთ­ში ავი­ღო. კარ­გად მაქვს მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ჯერ არ ვჩ­ქა­რობ, რად­გან ამ ეტაპ­ზე სწავ­ლას ვამ­თავ­რებ და მთლი­ა­ნად ამა­ზე ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი" - აღ­ნიშ­ნავს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ნა­ტა­ლია.

- რა­ტომ აირ­ჩიე ეს ფა­კულ­ტე­ტი?

- იმი­ტომ, რომ აქ ბევ­რი სფე­როა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, პი­ა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, ეთი­კა, ფრო­დაქ­შე­ნი, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფია, ბრენ­დინ­გი. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­მო­ვალ და თი­თი­ე­უ­ლი სფე­რო ყვე­ლა­ფერ­ში და­მეხ­მა­რე­ბა.

317690053-533356192003535-2071510413778630052-n-68418-1670660447.jpg

- საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა გაქვს...

- ალ­ბათ ესეც ამ ფა­კულ­ტე­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მისი დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­მო­დის... თა­ვი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რე, რად­გან ისე­თი პრო­ფე­სია ავირ­ჩიე, რო­მელ­შიც ჩემს თავს ვხე­დავ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რე? ოჯახ­მა ხომ არ გი­თხრა - არ ღირ­სო?

- არა, რა თქმა უნდა. ბავ­შვო­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს მშობ­ლებს მა­და­რებ­დნენ. დი­დად არ მინ­დო­და, მათ სფე­რო­ებ­ში ისე შევ­სუ­ლი­ყა­ვი, რე­ა­ლუ­რად არ მცოდ­ნო­და, მათ სფე­რო­ებ­ში რო­გო­რი ვი­ყა­ვი. რამ­დე­ნი­მე ფილმში პა­ტა­რა ეპი­ზო­დურ როლ­ში კი გა­და­მი­ღეს, მაგ­რამ მა­შინ 100%-ით არ დავ­რწმუ­ნე­ბულ­ვარ იმა­ში, რომ მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია უნდა ამერ­ჩია. ამი­ტომ, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო, რომ გა­ნათ­ლე­ბა ამ კუ­თხით მი­ვი­ღე. აქე­დან გა­ვი­გე, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბა მსურს და სა­მო­მავ­ლოდ ამ კუ­თხით კარ­გია განვვი­თარ­დე. ჩე­მებს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ბავ­შვო­ბი­დან დავ­ყვე­ბო­დი, ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას უკვე "მეტროფ­რო­დაქ­შენ­თან" სტა­ჟი­ო­რიც ვი­ყა­ვი. ვგრძნობ­დი, რომ კა­მე­რის უკან კომ­ფორ­ტუ­ლია ყოფ­ნა. მათ­თან ერ­თად და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფარ­გლებ­ში გა­და­სა­ღე­ბი ჯგუ­ფის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი შე­ვი­ტყვე, ვის­წავ­ლე. ...ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩემ­თვის ვწერ­დი, 13-14 წლის ასაკ­ში სა­ბავ­შვო ჟურ­ნალ "ზებ­რას­თა­ნაც" ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი... მი­მაჩ­ნია, რომ წერა რა­ღაც­ნა­ი­რად ამ ყვე­ლა­ფერ­თან მე­ტა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მოკ­ლედ სა­რე­ჟი­სო­რო კუ­თხით უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მინ­და.

318172387-592537082582584-3702595087988836249-n-68406-1670660482.jpg

- ე.ი. წერა სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს?

- კი და სულ ვცდი­ლობ­დი, სამ­ყა­რო ჩემი თვა­ლით და­მე­ნა­ხა. ჩე­მე­ბუ­რად ვწერ­დი და დღემ­დე ასეა. უბ­რა­ლოდ, ცოტა დრო­ის ფაქ­ტო­რი მიშ­ლის ხელს, რად­გან რო­გორც ვთქვი, მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვარ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა­ზე... როცა ცოტა დათ­რგუ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს, წერა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში მეხ­მა­რე­ბა. მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე მი­ფიქ­რია, მაგ­რამ არა ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. უბ­რა­ლოდ მომ­წონს ახა­ლი „კა­ნის“ მორ­გე­ბა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი, რომ ამ „კა­ნის“ შექ­მნა უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს, ანუ რე­ჟი­სუ­რა. მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემი სამ­ყა­რო დავ­ხა­ტო და მერე მსა­ხი­ო­ბებს და­ვეხ­მა­რო იმა­ში, რომ ეს ახა­ლი რო­ლე­ბი მო­ირ­გონ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz