2023 წლის 1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება - ნახეთ, კონკრეტულად რომელ ავტომანქანებს ეხება ცვლილება | Allnews.Ge

2023 წლის 1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება - ნახეთ, კონკრეტულად რომელ ავტომანქანებს ეხება ცვლილება

2023 წლის 1-ელი იან­ვრი­დან, გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი მკაცრ­დე­ბა. კერ­ძოდ, 2020 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ბენ­ზინ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის (CO) ნორ­მა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრე­ბის კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტში უკვე შე­სუ­ლია და ის 2023 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

"ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა ბენ­ზი­ნის ძრავ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლებს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში 2020 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე და­რე­გის­ტრირ­დნენ. აქამ­დე ნორ­მა იყო 0.6%, ეს მკაცრ­დე­ბა და ხდე­ბა 0.55%, რო­გორც მა­ღალ ბრუნ­ზე, ასე­ვე უქმ სვლა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვილ­მა.

myquiz