მილიარდიანი ბრენდის მილიონერი დიზაინერი - რა ქონებას ფლობს დემნა გვასალია? | Allnews.Ge

მილიარდიანი ბრენდის მილიონერი დიზაინერი - რა ქონებას ფლობს დემნა გვასალია?

„გაიცანით Balenciaga-ს მიღმა მდგარი დიზაინერი, რომელმაც ბრენდის შემოსავალი დაახლოებით 2,3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“ - ამის შესახებ პოპულარული გამოცემა bloomberg-ი ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა.

1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაბადებული ბიჭი, რომელიც მოგვიანებით საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა და კიდევ უფრო ბევრი წლების შემდეგ, საქართველოდან წავიდა, მსოფლიოსთვის ცნობილი დაახლოებით 15 წლის წინ გახდა.

დემნა დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. მანამდე ის „Maison Martin Margiela“-სა და „Louis Vuitton“-ის გუნდებში მუშაობდა. ამჟამად ფრანგული მოდის სახლის, „Balenciaga“-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია.

მანამდე დიზაინერი „მარჯიელაში“ მუშაობდა.

20200324231913-image-safe-zone-check-2000-1670570053.jpeg

ბავშვობა

დემნა გვასალია სოხუმში, საქართველოში დაიბადა. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

4 წლის შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაებარებინა. განაგრძეთ კითხვა