რუსეთში სავაჭრო ცენტრში ხანძარია- რა ვიცით მომხდარზე?
რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ MEGA Khimki-ში ძლიერი ხანძარია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძარი OBI-ს მაღაზიაში გაჩნდა და ამჟამად მისი ფართობი 7 000 კვადრატული მეტრია.
უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.