"ძლიერი და იმედით სავსე ვარ და ჩვეულებისამებრ მივყვები მკურნალობას" - რას წერს პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ | Allnews.Ge

"ძლიერი და იმედით სავსე ვარ და ჩვეულებისამებრ მივყვები მკურნალობას" - რას წერს პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ლე­გენ­და­რუ­ლი ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, 82 წლის პელე სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და რომ და­ა­ვა­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

პელე "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, მინ­და ყვე­ლა მშვი­დად და პო­ზი­ტი­უ­რად იყოთ. მე ძლი­ე­რი და იმე­დით სავ­სე ვარ და ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ მივ­ყვე­ბი მკურ­ნა­ლო­ბას. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მთელ სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფს მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის.

მე მჯე­რა ღმერ­თის და ყვე­ლა თქვე­ნი მე­სი­ჯი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე, რომ­ლებ­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ვი­ღებ, ენერ­გი­ით მავ­სებს.

და უყუ­რეთ ბრა­ზი­ლი­ას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის", - წერს პელე.