რაჭაში ჯერ მოკლეს და შემდეგ თათები დააჭრეს კავკასიურ მურა დათვს, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი - რას წერს მოლაშქრე, რომელმაც სასტიკად მოკლული ცხოველი იპოვა
რაჭაში, სოფელ უწერაში კავკასიური მურა დათვი მოკლეს და თათები დააჭრეს. ასეთ მდგომარეობაში მტაცებელი ცხოველი დღეს მოლაშქრე ნიკა გუგეშაშვილმა აღმოაჩინა და ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
"რაჭაში დღეს ლაშქრობის დროს გადავაწყდი წამებით მოკლულ და თათებდაჭრილ დათვს. ვინმე ამოწმებს რაჭის ტყეებს რა მდგომარეობაა? იცავს ვინმე ამ ცხოველებს?" - მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს გუგეშავილი.
კავკასიური მურა დთვი საქართველოს წითელ ნუსხაშია აღრიცხული და მისი მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
ერთი დათვის უკანონოდ მოკვლით გარემოსთვის მიყენებული ზარალი 50 000 ლარით არის შეფასებული.