"ეს იყო სპეცოპერაცია, რათა შეეტყუებინათ საქართველოში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად" - რას აცხადებს ლიზა იასკო? | Allnews.Ge

"ეს იყო სპეცოპერაცია, რათა შეეტყუებინათ საქართველოში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად" - რას აცხადებს ლიზა იასკო?

დღეს ცენ­ტრმა "ემ­პა­თი­ამ“ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც "ემ­პა­თი­ა­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, "აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა ტოქ­სი­კუ­რი აგენ­ტე­ბის, მათ შო­რის, ქი­მი­უ­რი შე­ნა­ერ­თე­ბი­სა და რა­დი­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ექ­სპრე­ზი­დენ­ტის კომა და სიკ­ვდი­ლი“.

ამ თე­მა­ზე "ტვ პირ­ველ­თან" ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა ქალ­მა ლიზა იას­კომ.

"პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან კარ­გად გვეს­მო­და, რომ მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ეფუძ­ნე­ბო­და არა მხო­ლოდ მის სურ­ვილს, რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და დახ­მა­რე­ბო­და ქარ­თველ ხალ­ხს, ეს იყო გარ­კვე­უ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ, რათა ის შე­ე­ტყუ­ე­ბი­ნათ ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რომ მომ­ხდა­რი­ყო სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე მენ­ტა­ლუ­რად. ეს არ არის ახა­ლი ამ­ბა­ვი, ცნო­ბი­ლია, რომ გარ­კვე­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კარ­გად შე­უძ­ლი­ათ მუ­შა­ო­ბა..." - გა­ნა­ცხა­და მან.