ქართული ჯაზის ლეგენდა ერთადერთ სიყვარულსა და შვილის სიკვდილზე
ქართული ჯაზის 87 წლის ლეგენდას, საზოგადოება კარგად იცნობს. გიული ჩოხელი საქართველოს დამსახურებულ არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე. მას არაერთი მუსიკალური ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, ტალინის ფესტივალის ლაურეატის წოდება და სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“. 1967 წელს გიული ჩოხელი სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის, „გრან–პრის“ მფლობელი გახდა და ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შევიდა. 1995 წელს ქართველი მუსიკოსი აშშ–ში, „კარნეგი–ჰოლში“ ცნობილი ჯაზ–კომენტატორის უილის ქანოვერის მიკროფონით დააჯილდოვეს და ამერიკულმა ფირმა „ინტერპრაისისმა“ მისი ფირფიტა „მუდამ იქნება მუსიკა“ გამოსცა.
ქალბატონ გიულის ჰყავს ერთი შვილი, დინარა ჩოხელი, რომელიც ერთადერთი ქორწინებიდან შეეძინა. მოსკოვში გასტროლზე მყოფი მომღერალი,1956 წელს ბორის რიჩკოვს გაყვა ცოლად. მამაკაცი ასევე მუსიკოსი იყო და საყვარელ ქალს აკომპანიმენტს უწევდა...
"ჩვენ გავახურეთ ჯაზი, შევქმენით ტრიო და ვმღეროდით, მაგრამ სცენაზე არ გვამღერებდნენ. მხოლოდ გადასახლებებში, ვთქვათ, სახალინზე ან მაგადანში ვმღეროდით ჯაზს, რადგან იქ არ არსებობდა კრიტიკა. გვისმენდნენ ყოფილი პატიმრები, რომლებიც იქ დარჩნენ და მოწყურებულები იყვნენ კონცერტებს. მანდ გვიშვებდნენ კონცერტების ჩასატარებლად, რადგან დიდ სცენაზე ჯაზი არ შეიძლებოდა...“ - იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი. თუმცა ერთი ნახვით სიყვარული, 14 წლის შემდეგ ოჯახის დანგრევით დასრულდა და ქალბატონი გიული სამშობლოში დაბრუნდა...
თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს, გადაცემა „სხვა კითხვებში“ გულახდილას ისაუბრად...
- ჯაზმენი იყო და რომ დაუკრა, გავგიჟდი... ორივესთვის ერთი ნახვით სიყვარული იყო. მას საცოლე ჰყავდა, რომელსაც ნივთები მის სახლში ჰქონდა უკვე გადატანილი, როდესაც ვიმღერე, მისთვის უთქვამს, არა, ის იქნება ჩემი ცოლი. მოსკოვში სტუმრად რომ დამპატიჟეს, იქ ვიმღერე ტელევიზიით. კონცერტის მერე დიდი სუფრა გაიშალა და უცებ კარზე ზარია, შემოდის მაღალი, ქერა, თაფლისფერი თვალებით. პირდაპირ მოვიდა ჩემთან და მითხრა, მოდი, ახლა ვიმღეროთ, ვკითხე, - თქვენ უკრავთ? სტუმრებმა სიცილი დაიწყეს, ეს იცი ვინაა, ცნობილი ჯაზმენიაო.
შემდეგ სუფრასთან მომიჯდა და საუბარი დავიწყეთ... უცებ გავიხედე და სუფრასთან არავინ აღარ იჯდა. მკითხა, შეიძლება გაკოცო? - როგორ არ შეიძლება, ვუთხარი მე და ჩავეხუტე. შემდეგ ცოლობა მთხოვა. წამიყვანა თავის სახლში. არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა... სახლში რომ შემიყვანა, გამოვიდა მწვანეთვალება ულამაზესი ქალი და გააცნო, ეს ჩემი ცოლია... დედამ პატარა ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა, ნეკზე ვატარებდი და მას გავუკეთე.
ხელი მოვაწერეთ, გაგვიჩნდა არაჩვეულებრივი შვილი დინარა, 14 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და შემდეგ მიღალატა. ამის შესახებ მისი მეგობრებისგან გავიგე. ღამე სახლში არ მოვიდა, ვიცნობდი იმ ქალს ვისთანაც მიღალატა. ერთ კვირაში მოვკიდე ხელი ჩემს შვილს და წამოვედი. გამორიცხულია, ღალატს არ ვაპატიებდი. მე დღესაც მიყვარს, ჩემთვის ველაპარაკები ხოლმე... ლექსიც დავუწერე, რად მიღალატე, ჩვენ ხომ ერთად დავბერდებოდით... ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით, მონატრება არ მანებებს თავს. მიყვარხარ, ისევ მიყვარხარ, განშორების სიცივე მკლავს, სიზმარში თეთრ კაბას ვიცვამ, საქორწინო, ნაზი ყვავილი რთავს. განაგრძეთ კითხვა