როგორები იქნებიან 2023 წელს დაბადებული ბავშვები და ხასიათის რა თვისებებს გამოავლენენ? - ნახეთ ასტროლოგების რეკომენდაციები | Allnews.Ge

როგორები იქნებიან 2023 წელს დაბადებული ბავშვები და ხასიათის რა თვისებებს გამოავლენენ? - ნახეთ ასტროლოგების რეკომენდაციები

ჩინური კალენდრის მიხედვით, 2023 წლის მთავარი სიმბოლო კურდღელია. მოგეხსენებათ, აღმოსავლური კალენდრის თანახმად, ახალი წლის აღნიშვნის თარიღები განსხვავებულია და იგი 22 იანვრიდან დაიწყება და 2024 წლის 9 თებერვლამდე გაგრძელდება. თუ შვილის გაჩენას 2023 წელს გეგმავთ, მაშინ შესაძლოა, ასტროლოგების რეკომენდაციები გამოგადგეთ, რომლებიც კურდღლის წელში დაბადებულ ბავშვებს ზუსტად ახასიათებენ ხასიათის, ნიჭისა და გამორჩეული თვისებების მიხედვით.

მათი თქმით, 2023 წელი შვილების გაჩენისთვის კარგი წელია. ჩინურ ასტროლოგიაში კურდღელი წყლის ნიშანია. წყალი კი დღეგრძელობასთან, სტაბილურობასთან, თვითკონტროლთან ასოცირდება და ამ წელს დაბადებულებს ცხოვრებაში ბევრი კარგი საქმე ექნებათ.

რომელი თვეა 2023 წელს ბავშვის გაჩენისთვის საუკეთესო?ასტროლოგების თქმით, 2023 წელს ბავშვის გაჩენის საუკეთესო პერიოდი მაისიდან სექტემბრის ჩათვლითაა. ჩინური სიბრძნის თანახმად, ითვლება, რომ თუ დედას ბიჭის გაჩენა სურს, ამის დიდი შანსი მაშინაა, როცა ქალი ივლისის თვეში დაორსულდება და მისი ასაკი 18, 20, 30 ან 42 წელია. ხოლო, თუ გოგონას გაჩენა სურს, მაშინ შანსები იზრდება, თუ ჩასახვა აპრილში მოხდება, ხოლო დედის ასაკი 21, 23 ან 29 წელი იქნება.

3-1669727491-1669788780.jpg

კურდღლის წელში დაბადებული ბავშვების პიროვნული თვისებები: კურდღლის წელში დაბადებულ ბავშვებს თვითკონტროლის ძალიან დიდი უნარი აქვთ, არ უშინდებიან დაბრკოლებებს და შეუპოვრები არიან. პატივს სცემენ დისციპლინას, უყვართ გრაფიკისა და კონკრეტული წესების დაცვა. ეს თვისება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გათავისებული აქვთ. უყვართ, როდესაც ყველაფერი წესრიგში და თავის ადგილზეა. ორიენტირებულნი არიან თავიანთ მიზნებსა და გეგმებზე. მშობლების მცდელობა, მათში რაღაც შეცვალონ, უმეტეს შემთხვევაში, უშედეგო იქნება. ამიტომაც, თუ კომუნიკაციის ხისტ ფორმას აირჩევთ, დიდი შანსია, რომ მათი ქცევა კიდევ უფრო უკონტროლო გახდეს. აუცილებელია, რომ დამშვიდებისთვის დრო მისცეთ და დიპლომატიური მიდგომა გამოიყენოთ, რადგანაც ჩინურ ასტროლოგიაში კურდღელი დიპლომატიური ნიშანია და მოლაპარაკებების კარგი უნარით ხასიათდება. კურდღლის წელში დაბადებულ ბავშვებს საკმაოდ ძლიერი ლოგიკა და მსჯელობის უნარი აქვთ, ამიტომ კომუნიკაციისას ყოველთვის მყარი არგუმენტები დაგჭირდებათ.

როგორი იქნება კურდღლის წელში დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობა?

კურდღლის წელში დაბადებულ ბავშვებთან, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, როგორც წესი, ყველაფერი რიგზეა. ისინი ძლიერები არიან და როგორც იტყვიან, რკინის ჯანმრთელობა აქვთ, ნაკლებად ავადდებიან და სიჯანსაღით გამოირჩევიან. იმის გამო, რომ ჯიუტები და შრომისმოყვარეები არიან, შეიძლება ზოგჯერ გადატვირთულები იყვნენ, ნერვიულობდნენ და შფოთავდნენ. იხილეთ სრულად

myquiz