ვინ არის ადამიანი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესი საათების კოლექციას ფლობს? - ლონდონელი პროდიუსერის შთამბეჭდავი ისტორია | Allnews.Ge

ვინ არის ადამიანი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესი საათების კოლექციას ფლობს? - ლონდონელი პროდიუსერის შთამბეჭდავი ისტორია

ლონდონში დაბადებული მაიკლ ბლეიკი მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც პროდიუსერად მუშაობა დაიწყო. ბერლინში, Hansa Studios-ში, რეზიდენტი პროდიუსერი პარალელურად ცნობილი მომღერლებისთვის ტრეკების ამზადებდა, რამაც განაპირობა, რომ მოგვიანებით კომპოზიტორი, დრამერი და დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების საკმაოდ წარმატებული პროდიუსერი გახდა.

შრომამ შედეგი გამოიღო და ბლეიკი მალე A&R Records-ის დირექტორი გახდა. ჩამწერ სტუდიაში მუშაობისას გამოუშვა სამი ლეიბლი. პროდიუსერად მუშაობისას შეძლო 100 მილიონი ეზემპლარის გაყიდვა და მიიღო გრემის ხუთი ნომინაცია.

თავად ბლეიკმა 60 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა.

xswasfk-1669389758-1669619106.ansjga.jpg

იგი თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ემინემი და უილი ნელსონი. ყველაზე ამორჩეული კი ის არის, რომ საზოგადოება მას იცნობს ადამიანად, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო საათების კოლექცია აქვს.

მაიკლ ბლეიკი ლოს-ანჯელესში, დიდ ფუფუნებაში ცხოვრობს. მისი საათების შესახებ არაერთხელ დაწერილა. საინტერესოა, როგორია ცნობილი პროდიუსერის კოლექცია?

ის ფლობს რამდენიმე ცნობილი ბრენდის საათებს, მათ შორის Jacob & Co, Rolex და Patek Philippe. ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი მის კოლექციაში არის Richard Mille. ასევე ფლობს RM 016-ს, რომელიც არის უნიკალური ნაკეთობა. განაგრძეთ კითხვა

myquiz