ინფარქტი თუ მკვლელობა: რა ვერსიები ვრცელდება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის უეცარ გარდაცვალებაზე | Allnews.Ge

ინფარქტი თუ მკვლელობა: რა ვერსიები ვრცელდება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის უეცარ გარდაცვალებაზე

26 ნო­ემ­ბერს, ბე­ლა­რუ­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, 64 წლის ვლა­დი­მირ მა­კეი უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მებ­თან სა­უბ­რი­სას უწყე­ბის პრესს­პი­კე­რი ანა­ტო­ლი გლა­ზი აცხა­დებს, რომ მი­ნის­ტრის სიკ­ვდი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და არა­ვი­თა­რი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია.

და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ბე­ლა­რუ­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ მა­კეი და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და რუ­სეთ­თან დის­ტან­ცი­რე­ბის მომ­ხრე იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ლუ­კა­შენ­კოს პო­ლი­ტი­კას მიჰ­ყვე­ბო­და.ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რუ­სეთ­ში და­ი­წყო მსჯე­ლო­ბე­ბი ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ლუ­კა­შენ­კოს გუნ­დის მო­შო­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა მთლი­ა­ნად რუ­სე­თის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­დო­და, რაც უკ­რა­ი­ნას­თან ომში, ბე­ლა­რუ­სის თა­ვი­სუფ­ლად ჩარ­თვის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დე­ბო­და...

pravda.ru-ს ცნო­ბით, მინ­სკის დუ­მი­ლის გამო, ვლა­დი­მირ მა­კე­ის სიკ­ვდილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე და­ი­წყო კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი სა­უბ­რე­ბი, არ­სე­ბობს ინ­ფარ­ქტის ვერ­სია, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა და კი­თხვე­ბიც გაჩ­ნდა...

316-1-1-34531-1669618988.jpg

"გა­სულ კვი­რას, მი­ნის­ტრი მა­კეი, კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბილ შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა უეც­რად გა­წყვი­ტა და ლუ­კა­შენ­კო გა­ო­ცე­ბუ­ლი და­ტო­ვა. იმა­ვე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა კუხო-ს მიერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს ხელი არ მო­ა­წე­რა", - წერს "პრავ­და".

რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, მი­ნისტრს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი რომ ჰქო­ნო­და, ერე­ვან­ში დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბო­და... მას ასე­ვე მინ­სკის დე­ლე­გა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, შეხ­ვედ­რა ჰქონ­და ვა­ტი­კა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რობ­და.

ინ­ფარ­ქტი თუ მკვლე­ლო­ბა - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა pravda.ru სტა­ტი­ას, მა­კე­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ცუ­დად გახ­და, მაგ­რამ თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხი­ფა­თოდ არ მი­იჩ­ნია და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა არ გა­მო­ი­ძა­ხა. განაგრძეთ კითხვა

myquiz