"იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია, რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ დამორგანიზებელ ინსტიტუტად?!" - "გირჩი" ჯაღმაიძის განცხადებაზე | Allnews.Ge

"იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია, რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ დამორგანიზებელ ინსტიტუტად?!" - "გირჩი" ჯაღმაიძის განცხადებაზე

პარ­ტია "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას ხა­ურ­ში, ხრა­მუ­ხის მო­ნას­ტერ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის თა­ო­ბა­ზე.

"მხო­ლოდ მონ­დო­მე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ ხა­შურ­ში, ცხრა­მუ­ხის მო­ნას­ტერ­ში მომ­ხდა­რი სა­ში­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი და­აბ­რა­ლო მა­ს­მე­დი­ის "ან­ტი­ეკ­ლე­სი­ურ კამ­პა­ნი­ას".

ამის­თვის პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა სინ­დი­სი არ გქონ­დეს სა­ერ­თოდ.

  • იქ­ნებ ეს ტრა­გე­დია იმის ბრა­ლია, რომ მე­დი­ამ კი არა, თქვენ, სა­პატ­რი­არ­ქომ, მო­ახ­დი­ნეთ ქრის­ტი­ა­ნო­ბის სრუ­ლი პრო­ფა­ნა­ცია და ქრის­ტეს ეკ­ლე­სია აქ­ცი­ეთ ძა­ლა­დო­ბის მთა­ვარ მქა­და­გე­ბელ, "გამპრა­ვე­ბელ" და და­მორ­გა­ნი­ზე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტად?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ თქვენ მო­ა­წყეთ 2013 წლის 17 მა­ი­სი, როცა გა­ვე­შე­ბუ­ლი ხრო­ვა არა­მარ­ტო გა­მო­იყ­ვა­ნეთ რუს­თა­ველ­ზე უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდე­ბის და­სარ­ბე­ვად, არა­მედ სა­კუ­თა­რი ტა­ბუ­რეტ­კე­ბით შე­ურთდით მათ ამ "წმინ­და ბრძო­ლა­ში"?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ასე­ვე თქვე­ნი ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მო­ე­წყო 2021 წლის 5 ივ­ლი­სი, როცა ადა­მი­ა­ნის სახე და­კარ­გუ­ლი ბრბო ცე­მით კლავ­და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს იგი­ვე რუს­თა­ველ­ზე, და ამ სის­ხლი­ა­ნი დღის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად ტრუ­ბა-კვად­რა­ტის ჯვა­რიც და­არ­ჭეთ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ თქვე­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გო­ნე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით, ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის ნაც­ვლად ამ­ბი­ო­ნი­დან დღემ­დე ქა­და­გებს უთა­ნას­წო­რო­ბას, უსა­მარ­თლო­ბას და სიბ­ნე­ლეს?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ მო­ძა­ლა­დე კრი­მი­ნა­ლე­ბის მიერ აშე­ნე­ბულ ეკ­ლე­სი­ებ­ში ქა­და­გებთ? მათი ნა­ჩუ­ქა­რი ჯი­პე­ბით მოძ­რა­ობთ? მათ­თან ერ­თად ქე­ი­ფობთ და მათ­თან ნაც­ნო­ბო­ბით ამა­ყობთ?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ თქვენ­შიც, ე.წ მა­ღა­ლი იერ­არ­ქე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი თა­ვა­დაც ყო­ფი­ლი მო­ძა­ლა­დე კრი­მი­ნა­ლია?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ახ­ლაც ანა­ფო­რა­ში გახ­ვე­უ­ლი მო­ძა­ლა­დე­ბი­თაა სავ­სე სა­პატ­რი­არ­ქო? მათ შო­რის ქა­ლებ­ზე და ბავ­შვებ­ზე მო­ძა­ლა­ა­დე­ბით? და­გა­ვი­წყდათ ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნა­ტი? არ წა­გი­კი­თხავთ სუს-ს კრებ­სე­ბი?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ სა­ხა­რე­ბის ქა­და­გე­ბის ნაც­ვლად ამ­ბი­ო­ნი­დან "კა­ჩა­ობთ”?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ თქვენ, თით­ქმის ყვე­ლას ვინც ანა­ფო­რებს ხართ ამო­ფა­რე­ბუ­ლი, ქალი მარ­თლა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი არ­სე­ბა გგო­ნი­ათ, რო­მე­ლიც უნდა გემ­სა­ხუ­როთ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ არ გა­აჩ­ნდეს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ მო­უ­ნათ­ლა­ვი ბავ­შვე­ბი ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­უშ­ვით?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ სუ­რო­გა­ცი­ით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და­წყევ­ლეთ?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ვერ ელე­ვით 100 ათა­სი­ან მან­ქა­ნებს, ფულს, ქო­ნე­ბას, ოქ­როს ჯაჭ­ვებს ყელ­ზე და 5 ათას ლა­რი­ან მო­ბი­ლუ­რებს ჯი­ბე­ში, როცა გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი თეთ­რებს ით­ვლი­ან ჩაის სა­ყიდ­ლად?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ გმობთ და­სავ­ლეთს, ძა­ლა­დო­ბის­გან ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცეს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში და ვერ ელე­ვით დე­და­ა­ფეთ­ქე­ბულ რუ­სეთს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ძა­ლა­დობს ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე? თუმ­ცა იმა­ვე და­სავ­ლეთ­ში დარ­ბი­ხართ სამ­კურ­ნა­ლოდ თუ სა­შო­პინ­გოდიქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ეკ­ლე­სია აქ­ცი­ეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბის საგ­ნად და ყო­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თე­ე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, სა­არ­ჩევ­ნო ხმებ­ში ახურ­და­ვებთ მრევ­ლის ბრმა ნდო­ბას?იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ საბ­ჭო­თა ბო­რო­ტე­ბის ნგრე­ვის შემ­დეგ, ნაც­ვლად უმეც­რე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სა, ხალ­ხის უმეც­რე­ბა­ზე მო­ი­წყეთ ცხოვ­რე­ბა და გა­გიტ­კბათ?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ქრის­ტეს ნაც­ლად ერთი სტა­ჟი­ა­ნი სუ­კის აგენ­ტი გა­ა­კერ­პეთ, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად რან­გით უფ­როსს, ნა­ბიჭ­ვარ კი­რილს ულო­ცავს და­ბა­დე­ბის დღეს, როცა ის უკ­რა­ი­ნა­ში ბავ­შვე­ბის ხოც­ვა­ზე იძ­ლე­ვა ლოც­ვა-კურ­თხე­ვას?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ფა­რი­სევ­ლო­ბა და ტყუ­ი­ლი იქცა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე კი­დევ ახერ­ხებთ უსინ­დი­სოდ მო­რა­ლუ­რი პე­დეს­ტა­ლი­დან ვი­ღა­ცე­ე­ბის აქეთ და­მუ­ნა­თე­ბას?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ამ­დე­ნი წე­ლია გაგ­დით და დღემ­დე ძა­ლი­ან ცო­ტას ჰყოფ­ნის გამ­ბე­და­ო­ბა სი­მარ­თლე გი­თხრათ პირ­ში?
  • იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ღმერ­თის არ გწამთ? " - ვკი­თხუ­ლობთ "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას" მიერ გავ­ცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ხა­შუ­რი­სა და სუ­რა­მის ეპარ­ქი­ის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში, 25 ნო­ემ­ბერს, ორი პირი შე­იჭ­რა. ისი­ნი მო­ნა­ზონს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 27 და 39 წლის მა­მა­კა­ცე­ბი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.