როგორ გახდა კეზერაშვილი 1-2 წელიწადში მულტიმილიონერი, რომელსაც ოფიციალურად ბევრი არაფერი ჰქონდა?! | Allnews.Ge

როგორ გახდა კეზერაშვილი 1-2 წელიწადში მულტიმილიონერი, რომელსაც ოფიციალურად ბევრი არაფერი ჰქონდა?!

ბოლო პე­რი­ოდ­ში რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე ოპო­ზი­ცია სულ უფრო ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, თან ისე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ის ოლი­გარ­ქი აღ­მოჩ­ნდა, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის­თვის - თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის დამ­ცვე­ლი, სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერ­თი შან­სი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის გამო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" და­პი­რის­პი­რე­ბაა. მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია 2017 წელს აცხა­დებ­და, რომ კე­ზე­რაშ­ვილ­მა მი­ლი­ო­ნე­ბი ყა­ჩა­ღო­ბით, ქურ­დო­ბი­თა და ძარ­ცვით იშო­ვა, ახლა კი კე­ზე­რაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რია და მის "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" აფი­ნან­სებს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ მან პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა და გა­ნა­ცხა­და, თუკი კე­ზე­რაშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ას ივა­ნიშ­ვი­ლის მო­შო­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და, ის მის­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­ლი­ას­თვის კე­ზე­რაშ­ვი­ლი მა­ინც მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და კე­ზე­რაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს პარ­ტი­ა­ში ხა­ბე­იშ­ვი­ლის ფრთა იცავს, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კე­ზე­რაშ­ვი­ლი აფი­ნან­სებს ოპო­ზი­ცი­ის კი­დევ სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად. არა­და, ერთ დროს ხა­ბე­იშ­ვი­ლიც, მე­ლი­ას მსგავ­სად, კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და.

რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ზო­გი­ერთს და­ა­ვი­წყდა, თუ რა ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში და რა საქ­მე­ებ­ში ფი­გუ­რი­რებ­და კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. თუმ­ცა კე­ზე­რაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რიც კი ვერ პა­სუ­ხობს კი­თხვას - რო­გორ გახ­და კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბევ­რი არა­ფე­რი ჰქონ­და, 1-2 წე­ლი­წად­ში მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი?!

kezera2-1668964125-1669533407.jpg

მას თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2008 წელს (თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­სას) აქვს შევ­სე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ ის სა­ერ­თოდ არა­ფერს ფლობ­და. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2008 წლის ბო­ლოს მას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე მხო­ლოდ 51 000 ლარი ჰქონ­და და არც უძ­რავ და არც მოძ­რავ ქო­ნე­ბას არ ფლობ­და. ასე­ვე არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი აქ­ცია და არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბი­ნას და მან­ქა­ნას კე­ზე­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი ფლობ­და.

2008 წლის დე­კემ­ბერ­ში, ამ დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, კე­ზე­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა - ანუ ამ დროს არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა და ისე­თი თან­ხა, რომ­ლი­თაც თუნ­დაც სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს და­ი­წყებ­და.

თუმ­ცა 2016 წლის აპ­რილ­ში შვე­ი­ცა­რი­ულ­მა გა­ზეთ­მა Tribune de Genève-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ Panama papers-ის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ დო­კუ­მენ­ტებ­ში და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლიც ფი­გუ­რი­რებ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz