"კურიერი მოვიდა, 15-16 წლის ბიჭი... თვალზე ცრემლი მოადგა და ჩამეხუტა, შარშან დედა დამეღუპაო და ოჯახს ასე ვეხმარებიო" - ამბავი ჩვენი რეალობიდან
ორიოდე დღის წინ "გლოვოს" კურიერი, ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა ავარიაში. ამ სამწუხარო ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორი რისკის ფასად უწევთ ახალგაზრდებს ფულის შოვნა. ჩვენმა მკითხველმა ხათუნა კვარაცხელიამ ერთი ამბავი გაგვანდო ამ თემასთან დაკავშირებით:
"რამდენიმე თვის წინ, საღამოსკენ, შვილიშვილმა მთელი სულით და გულით მთხოვა პიცა. ცუდი ამინდის გამო დაგვეზარა პიცერიაში წასვლა და გადავწყვიტეთ ახლომდებარე პიცერიიდან გლოვოს აპლიკაციით გვესარგებლა. ნახევარ საათში თავზე დაგვადგა 15-16 წლის წარმოსადეგი, თავაზიანი ყმაწვილი. საფასურზე მეტი გადავუხადე და ტკბილეულიც მივართვით. ნიკა ერქვა... კიბეებამდე მივაცილე, თვალზე ცრემლი მოადგა და ჩამეხუტა, შარშან დედა დამეღუპაო და ოჯახს ასე ვეხმარებიო სკოლის საათების მერე... განაგრძეთ კითხვა