"ვტოვებ "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას" - რას წერს ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზზე? | Allnews.Ge

"ვტოვებ "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას" - რას წერს ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზზე?

ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბია.

"რო­დე­საც "რუს­თა­ვი 2" ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის და გაქ­რო­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა, პა­ტი­ვი მერ­გო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი იმ გუნ­დის წევ­რი, რო­მელ­მაც გაქ­რო­ბას გა­და­არ­ჩი­ნა 27 წლის ის­ტო­რი­ის მქო­ნე სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია.

წარ­მა­ტე­ბე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბის­თვი­საც "რუს­თა­ვი 2" არ არის მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი. ეს მათი ოჯა­ხია და ისი­ნი არ შე­უ­შინ­დნენ არც ბუ­ლინგს, არც უბინ­ძუ­რეს შან­ტაჟს.

სა­ო­ცა­რი იყო რუს­თა­ვი 2-ის პატ­რი­ო­ტებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე მი­წევს ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მთლი­ა­ნად გა­და­ვერ­თო და ამის გამო ვტო­ვებ რუს­თა­ვი 2-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას" - წერს იმ­ნა­იშ­ვი­ლი.

myquiz