როგორ დავაღწიოთ თავი მუცლის ცხიმს?- ექიმის 5 რჩევა | Allnews.Ge

როგორ დავაღწიოთ თავი მუცლის ცხიმს?- ექიმის 5 რჩევა

მუცლის ცხიმის მოსაშორებლად საჭიროა ნაკლები ნერვიულობა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება, ამბობს ექიმი მაიკ ბოლი.მან ჩამოთვალა წონის დაკლების ხუთი მარტივი გზა.

ბოლმა განმარტა, რომ არსებობს სხეულის ცხიმის სხვადასხვა სახეობა და არც ისე იშვიათია ვისცერული ცხიმის წარმოქმნა მუცლის არეში. ის გროვდება მუცლის ღრუს ორგანოების ირგვლივ და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიის, გულის და სხვა საშიში დაავადებების განვითარების პროვოცირება.

უპირველეს ყოვლისა, ექიმი გვირჩევს ფიზიკური აქტივობის გაზრდას და გავითვალისწინოთ, რომ სპორტის ან დიეტის დახმარებით წონის დაკლება მხოლოდ გარკვეულ ადგილას, იქნება ეს მუცელი თუ თეძო შეუძლებელია. იგი გვირჩევს ყოველდღიურ გასეირნებას და დამატებით ფიზიკურ დატვირთვას, როგორიცაა კიბეებზე ასვლა-ჩასვლა და ლიფტით მგზავრობაზე უარის თქმა.

წონის ეფექტური დაკლებისთვის ბოლი რეკომენდაციას უწევს რაციონში ცილების, ბოსტნეულის და ხილის რაოდენობის გაზრდას. „ხარისხიანი ცილის დამატება ასევე მნიშვნელოვანია და შეიძლება სასარგებლო იყოს. თუ შესაძლებელია, აირჩიეთ მჭლე ცილები, როგორიცაა თევზი და ქათამი“, - განმარტა სპეციალისტმა.

ასევე აუცილებელია ალკოჰოლის მოხმარების შემცირება. განაგრძეთ კითხვა

myquiz