"პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს..." - რას ამბობენ კინოლოგი და ცხოველთა უფლებების დამცველები? | Allnews.Ge

"პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს..." - რას ამბობენ კინოლოგი და ცხოველთა უფლებების დამცველები?

კი­ნო­ლო­გი ზვი­ად ჩიხ­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ უნდა იყოს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის გა­მოც­დი­ლი პი­როვ­ნე­ბის ხელ­ში მოხ­ვდეს, ვი­საც ეცო­დი­ნე­ბა, რო­გორ მო­უ­ა­როს მსგავ­სი ჯი­შის ცხო­ველს.

მისი თქმით, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ცუდ შე­დეგს მი­ვი­ღებთ.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ხა­სი­ა­თის, ტემ­პე­რა­მენ­ტის, გე­ნე­ტი­კის - ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რად­გან შემ­დეგ ასე­თი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი არ მი­ვი­ღოთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პიტ­ბუ­ლი მოხ­ვდეს გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ბევ­რი დრო­ის დათ­მო­ბა, ვარ­ჯი­ში, წვრთნა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ვი­ღებთ ხოლ­მე ძა­ლი­ან ცუდ შე­დეგს. რე­ა­ლუ­რად რომ ვთქვათ, პიტ­ბუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ უნდა იყოს“, - აღ­ნიშ­ნა ჩიხ­ლა­ძემ "ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში.

ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე პიტ­ბუ­ლის გამ­რავ­ლე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ხე­და­ვენ და აცხა­დე­ბენ, რომ მკაც­რად არის გა­სა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი, თუ ვის შე­იძ­ლე­ბა ამ ჯი­შის ძაღ­ლე­ბი ჰყავ­დეს. "ავი­ღოთ მა­გა­ლი­თე­ბი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან. ჩავ­რთოთ ისი­ნი ასმ პრო­ცეს­ში, შე­ვე­კი­თხოთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ვაგ­ვა­როთ ეს თემა, რომ ყვე­ლას არ მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა რომ ამ ჯი­შის ძაღ­ლე­ბი გა­ამ­რავ­ლოს. შე­დეგ­ზე მერე გა­ვალთ, რად­გან არ გამ­რავ­ლდე­ბი­ან ასე მარ­ტი­ვად, არ იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ასე მარ­ტი­ვად, ის აღარ ეღი­რე­ბა 100-200 ლარი" - ამ­ბო­ბენ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პიტ­ბუ­ლის მიერ ადა­მი­ა­ნის დაკ­ბე­ნის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

მათ შო­რის არის რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი, რო­დე­საც პიტ­ბულ­მა მცი­რე­წლო­ვა­ნი დაგ­ლი­ჯა. ბავ­შვს ოპე­რა­ცია ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ამ მდრომ­დე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია.

myquiz