"დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან" - ანასტასია ბენდუქიძე მშობლებზე, ბიზნესმენ მეუღლესა და ოჯახურ იდილიაზე | Allnews.Ge

"დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან" - ანასტასია ბენდუქიძე მშობლებზე, ბიზნესმენ მეუღლესა და ოჯახურ იდილიაზე

ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძე ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში“ გა­მოჩ­ნდა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის გუ­ლიც მო­ი­გო. ანას­ტა­სია მა­მის მიერ შექ­მნილ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას „ცოდ­ნის ფონდს“ უძღვე­ბა, რო­მელ­მაც თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და­ა­ფუძნა.

ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, კახა ბენ­დუ­ქი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი 2017 წელს და­ო­ჯახ­და, ასე­ვე ბიზ­ნეს­მენ ივა­ნე მხე­ი­ძე­ზე. წყვილს 2020 წელს ვაჟი, ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნათ. შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ანას­ტა­სი­ას ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. mshoblebi.ge-სთან ანას­ტა­სი­ამ სწო­რედ ოჯა­ხურ იდი­ლი­ა­ზე, ბავ­შვის აღ­ზრდის მე­თო­დებ­სა და დე­დო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

- კახა მკაც­რი მამა იყო, ჰქონ­და თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი, რაც მან მომ­ცა, იყო არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე თვი­თონ ვწყვეტ­დი, რა მინ­დო­და, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. მე ამას ვა­ფა­სებ და ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. ვის­წავ­ლე, რო­გორ გა­ვა­კე­თო ცხოვ­რე­ბა­ში ესა თუ ის არ­ჩე­ვა­ნი, რაც არც ისე მარ­ტი­ვია. ადა­მი­ანს უნდა შე­ეძ­ლოს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს სი­ტუ­ა­ცია და გან­სა­ზღვროს შე­დე­გი, რაც მი­იყ­ვანს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი შვი­ლი ჯერ ორი წლი­საა, დღეს მეც ვცდი­ლობ ვას­წავ­ლო, რო­გორ მი­ი­ღოს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

0ec0b55f45c756c25ebed476d53c563c-1669104729.jpg

- რო­გო­რი დე­დაა ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძე?

- რო­გორც ვთქვი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და იმა­ვეს ვუ­ნერ­გავ შვილს. ყო­ველ დი­ლით ვთა­ვა­ზობ ჩა­საც­მე­ლის ორ ვა­რი­ანტს და ვე­კი­თხე­ბი, რო­მე­ლი სურს ჩა­იც­ვას. რო­მელ­საც ირ­ჩევს, მეც იმას ვაც­მევ. ზოგ­ჯერ არ მომ­წონს მისი არ­ჩე­ვა­ნი, მაგ­რამ ამას პა­ტივს ვცემ. დე­დამ მეც პა­ტა­რა­ო­ბი­დან მი­მაჩ­ვია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, დე­და­ჩე­მი არ ჰგავ­და ქარ­თველ დე­დებს, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, შვი­დი წლის შვი­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით აც­მე­ვენ ტან­საც­მელს, აჭ­მე­ვენ საჭ­მელს და ა.შ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მე თვი­თონ ვუვ­ლი­დი სა­კუ­თარ თავს. ასე ვაჩ­ვევ შვილ­საც. შე­იძ­ლე­ბა არ და­მი­ჯე­როთ, მაგ­რამ ექ­ვსი თვის ასა­კი­დან სა­კუ­თა­რი ხე­ლით მი­ვაჩ­ვიე ჭა­მას, ათი თვის უკვე და­მო­უ­კი­დე­ლად მი­ირ­თევ­და. იცის, რო­გორ გაფ­ცქვნას ბა­ნა­ნი, გა­იხ­სნას ელვა, ჩა­იც­ვას ფეხ­საც­მე­ლი.

- საკ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნად აძ­ლევთ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას?

- საკ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. ექ­ვსი თვი­დან მი­ირ­თმევს ხორცს, რაც ბევ­რის­თვის გა­უ­გე­ბა­რია. ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი ბავ­შვთა კვე­ბა­ზე და მი­ვა­გე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე იდე­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბავ­შვმა უნდა მი­ირ­თვას ის, რა­საც მი­ირ­თმევს ოჯა­ხი. ორ­სუ­ლო­ბის დრო­საც და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­შიც ჩემი საკ­ვე­ბი მე­ნიუ იყო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. წლამ­დე ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე იყო ჩემი შვი­ლი და ამ პე­რი­ოდ­ში არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი, ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბი არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია. სულ ვი­ღებ­დი სხვა­დას­ხვა გე­მოს საკ­ვებს და დღემ­დე არ გვაქვს კვე­ბის პრობ­ლე­მა, ყვე­ლა­ნა­ირ საკ­ვებს მი­ირ­თმევს. ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი თეფ­ში არის ჰარ­ვარ­დის თეფ­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ თეფ­შზე ნა­ხე­ვა­რი უნდა იყოს ხილი, ან ბოსტნე­უ­ლი, ერთი მე­ო­თხე­დი ცი­ლე­ბი და ერთი მე­ო­თხე­დი ნახ­შირ­წყლე­ბი.

ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ამარ­თლებს და გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თმევს. კი­დევ ერთი დე­ტა­ლი, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ერ­თოდ არ მო­ვიხ­მართ შა­ქარს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და ბავ­შვს და და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე უშაქ­რო ტორ­ტი ბა­ნა­ნის კრე­მით. მარ­თა­ლია, ისე­თი ტკბი­ლი არ იყო, რო­გორც სა­კონ­დიტ­როს ტორ­ტე­ბია, მაგ­რამ ბავ­შვებს მო­ე­წო­ნათ და სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თვეს. მე ათი წელი მქონ­და ბუ­ლე­მია, ამი­ტომ დღეს ფრთხი­ლად ვარ და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ჩემს შვილს მსგავ­სი არა­ფე­რი და­ე­მარ­თოს..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz