„გრელკით იძინებდა, ფლაერებს არიგებდა, თვითონ შექმნა საკუთარი ცხოვრება“ - რას წერს გურამ შეროზიას ახალგაზრდობაზე მისი მეგობარი? | Allnews.Ge

„გრელკით იძინებდა, ფლაერებს არიგებდა, თვითონ შექმნა საკუთარი ცხოვრება“ - რას წერს გურამ შეროზიას ახალგაზრდობაზე მისი მეგობარი?

პრაიმ ჰაუსში შაბათის ლაივზე ხალხის რჩეული ხმების 62%-ით ბლოგერი გურამ შეროზია გახდა. მან 300 000-ზე მეტი ხმა მიიღო. მომხდარს ეხმაურება შეროზიას კურსელიდა სოციალურ ქსელში საინტერესო დეტალებს იხსენებს მისი ახალგაზრდობიდან.

"90-იანი წლების ბავშვობა გამოვლილი ვარ, ისეთ პერიოდში ვსწავლობდით სწავლა რომ "ტეხავდა", ამ დროს კიდევ უფრო დასაცინი რაიონიდან ჩამოსული სწავლაზე შეყვარებული ბიჭობა "ტეხავდა", ეს ბიჭი კი ჯიუტად არ იცვლიდა პოზიციას და ერთ-ერთ წარჩინებული იყო.

ეს ის ბიჭია " ხაზეიკასთან" ერთად რომ ცხოვრობდა, ე.წ. გრელკით რომ იძინებდა, ფეხით დადიოდა, სწავლის შემდეგ ფლაერებს არიგებდა, მისთვის 150 ლარი სტიპენდია თვის სამყოფი ფული იყო, მაგრამ ამის გამო საკუთარი პრინციპებისთვის არასოდეს უღალატია, ზოგჯერ საარსებო 150 ლარიც კი დაუკარგავს.

blog-1669014452.jpg

ეს ის ბიჭია საწინააღმდეგო აზრს რომ არ უშინდება, წაქცევის მერე რომ უფრო ძლიერად დგება ფეხზე, ცხოვრება რომ თვითონ აქცია ცხოვრებად და არა არსებობად, მიზნები რომ დაისახა და დიდი შრომის ფასად ასრულებს.

ეს ის ბიჭია ვის გარემოშიც სულ იცინი, ის ბიჭია ვისაც შენი ნებისმიერი საქციელის მიღება, თუ გინდ შეცდომის გვერდში დგომით და არა კრიტიკით შეუძლია (ამასაც არ გაკლებს), უკარგესი მამა, შვილი, მეგობარი, თანამშრომელი, საუკეთესო თანამგზავრია.

მიხარია რომ ვმეგობრობთ, მიხარია რომ კარგი მაგალითი ხარ, ნულიდან წარმატებულ პიროვნებამდე ქცევის. მიუხედავად ბევრი განსხვავებული აზრის, შენი პრონციპების ერთგული დარჩი და არ შეიცვალო!

305056040-10222172752374705-9120877829966157239-n-1669014509.jpg

ესაა შენი მთავარი ნიშა ამ ცხოვრებაში. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროექტი, გზავნილი მიღებულია. წარმატებები მეგობარო!- წერს ის.

,

myquiz