"ტყე ჩემი სახლია" - გაიცანით ბუნებაზე შეყვარებული რუსუდან უსტიაშვილი და მისი "ჯადოსნური სამყარო" | Allnews.Ge

"ტყე ჩემი სახლია" - გაიცანით ბუნებაზე შეყვარებული რუსუდან უსტიაშვილი და მისი "ჯადოსნური სამყარო"

იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბა­ში, ტყე­ში ყოფ­ნა, სე­ირ­ნო­ბა არ უყ­ვარ­დეს, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლაფ­რით უდი­დეს ენერ­გი­ას, სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ. ყვე­ლა ხის მნიშ­ვნე­ლო­ბა იცი­ან და ტყის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­სა და თე­რა­პი­ა­ზეც დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ.

ერთ-ერთი ასე­თი რუ­სუ­დან უს­ტი­აშ­ვი­ლია, ის თა­ვი­სი ინ­ტერ­ნეტ პოს­ტე­ბი­თაც კი, გარ­კვე­უ­ლი დო­ზით, მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, ამ კუ­თხით სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა, თუ გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­როს.

რო­დის და­ინ­ტე­რეს­და ბუ­ნე­ბით და რო­დის შე­იყ­ვა­რა ის ასე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - ტყე, რა არის ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის და რას ურ­ჩევს სხვებს, ამა­ზე რუ­სუ­და­ნი Ambebi.ge-ს უამ­ბობს.

tke-51726-1669013193.jpg

- ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა, თუმ­ცა მა­შინ ეს იყო გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბა. 10 წლის წინ და­ვი­წყე ლაშ­ქრო­ბა, სწო­რედ მა­შინ მივ­ხვდი, რო­გორ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ამ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლი­დან გას­ვლამ­დე და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა. იქ ვგრძნობ­დი თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რად, ყვე­ლა­ზე - შინ. ახ­ლაც ასეა. ჩემს სახ­ლად ვთვლი. აქ, ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში - სტუმ­რად ვარ, პე­რი­ო­დუ­ლად კი ვბრუნ­დე­ბი შინ, რომ ჩემ თავს და­ვუბ­რუნ­დე, ძა­ლე­ბი აღ­ვიდ­გი­ნო, ახა­ლი სუნ­თქვა ავი­ღო.

ერთი პე­რი­ო­დი ბუ­ნე­ბის ფო­ტოგ­რა­ფი­ა­მაც გა­მი­ტა­ცა. კონ­კურ­სებ­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩემი რამ­დე­ნი­მე ფოტო წიგ­ნებ­შიც შე­ი­ტა­ნეს. ვიცი, აუ­ცი­ლებ­ლად მოვა დრო, როცა სა­ბო­ლო­ოდ დავ­ბრუნ­დე­ბი სახ­ლში.

tke3-51766-1669013231.jpg

- გა­მორ­ჩე­უ­ლად გიყ­ვარს ტყე. რა­ტომ?

- ლაშ­ქრო­ბებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ტყე მოქ­მე­დებ­და ჩემ­ზე, ხე­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ­დი. რა­ღაც მის­ტი­კუ­რი და ჯა­დოს­ნუ­რი გრძნო­ბე­ბით ვივ­სე­ბო­დი, თით­ქოს ხე­ებ­თან კავ­შირს ვამ­ყა­რებ­დი. მე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი ხდე­ბოდ­ნენ. ვხუმ­რობ­დი ხოლ­მე, წინა ცხოვ­რე­ბა­ში ხე ვი­ყა­ვი ალ­ბათ-მეთ­ქი, ხე თუ არა, დრუ­ი­დებ­თან მა­ინც მექ­ნე­ბო­და რამე კავ­ში­რი...

ხე­ე­ბი ახ­ლაც ყვე­ლა­ზე და­დე­ბით არ­სე­ბე­ბად მი­მაჩ­ნია. ისი­ნი გვაძ­ლე­ვენ საკ­ვებს, წყალს, ჩრდილს, თავ­შე­სა­ფარს და რაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის - ჟანგბადს. სა­ოც­რად ცო­ცხლე­ბი არი­ან, ფეს­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­კუ­თა­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლი აქვთ. რო­დე­საც ერთი ხე და­ა­ვად­დე­ბა და ვე­ღარ იღებს მი­წი­დან სა­ჭი­რო საკ­ვებს, სხვა ხე­ე­ბი ამას გრძნო­ბენ და სა­კუ­თა­რი ფეს­ვებს მი­მარ­თა­ვენ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხის­კენ, მო­მარ­თონ სა­ჭი­რო მი­ნე­რა­ლე­ბი.

- ხში­რად სტუმ­რობ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა ტყეს. ე.ი. ტყე მარ­თლაც თე­რა­პი­აა შენ­თვის?

- ტყე­ში ყოფ­ნა მაძ­ლევს სიმ­შვი­დეს, ძა­ლას, სი­ცო­ცხლის მშვე­ნი­ე­რე­ბის გან­ცდას. მახ­სე­ნებს, რა არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ამ სამ­ყა­რო­ში, რის­თვის მოვ­დი­ვართ. რო­დე­საც ეს სა­ო­ცა­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, ხე­ე­ბის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვი­გო­ნებ­დი რა­მეს, თუ მარ­თლა ჰქონ­დათ ამ­ხე­ლა ზე­მოქ­მე­დე­ბის ძალა. ხე­ებს სა­ოც­რად ძლი­ე­რი ენერ­გე­ტი­კა აქვთ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz