როგორ აშუქებს უცხოური მედია ქართველი ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას უელსთან | Allnews.Ge

როგორ აშუქებს უცხოური მედია ქართველი ბორჯღალოსნების ისტორიულ გამარჯვებას უელსთან

ქარ­თველ­მა ბორ­ჯა­ლოს­ნებ­მა 19 ნო­ემ­ბერს, უელსში, კარ­დიფ­ში, უელ­სის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს და ან­გა­რი­შით 13-12 და­ა­მარ­ცხეს.

ქარ­თვე­ლე­ბის ამ შთამ­ბეჭ­დავ გა­მარ­ჯვე­ბას მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ, წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შა­უ­ა­ლე­ბე­ბი აშუ­ქე­ბენ და ამ­ბა­ვი სა­რაგ­ბო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა. ახლა კი­დევ უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ ჩვე­ნი გუნ­დი, ელი­ტის წვე­რო­ბას, "ექ­ვსი ერის" წევ­რო­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

"ქარ­თვე­ლებ­მა უელ­სის ნაკ­რებს სე­ის­მუ­რი სა­რაგ­ბო შოკი მი­ა­ღე­ბი­ნეს“, - წერს გა­მო­ცე­მა The Guardian-ი და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში უელ­სის მარ­ცხი სა­ქარ­თვე­ლოს­თან "და­მამ­ცი­რე­ბელ მარ­ცხად" არის შე­სა­ფე­სე­ბუ­ლი.

ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის BBC-ი, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ ქარ­თვე­ლე­ბის პრე­ტენ­ზი­ის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა "ექ­ვსი ერის" წევ­რო­ბა­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყოს. "ქარ­თვე­ლებს სჯე­რათ, რომ მათი პრე­ტენ­ზია რაგ­ბის ელი­ტის წევ­რო­ბა­ზე, უელ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყოს. ივ­ლის­ში იტა­ლი­ის, ახლა კი უკვე უელ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თვლი­ან, რომ მათი ად­გი­ლი "ექვს ერ­შია“, - წერს გა­მო­ცე­მა.

saqartvelo3-38314-1668931648.webp

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ ქარ­თვე­ლი კა­პიტ­ნის, მე­რაბ შა­რი­ქა­ძის სი­ტყვებს: "უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბა, თუ მსოფ­ლიო რაგ­ბი ისე მო­იქ­ცე­ვა, რომ თით­ქოს ეს (ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ელი­ტა­რუ­ლი გუნ­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა) არ მომ­ხდა­რა. ეს ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს - წელს ჩვენ და­ვა­მარ­ცხეთ ორი უმაღ­ლე­სი დო­ნის გუნ­დი. იმე­დი გვაქვს, რომ ისი­ნი ამას ხე­და­ვენ. მე არ ვარ ამ­პარ­ტა­ვა­ნი. იმე­დი მაქვს, არ ეც­დე­ბი­ან ჩვენს უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას.

იტა­ლი­ის და­მარ­ცხე­ბა სა­ო­ცა­რი იყო, მაგ­რამ უელსში უელ­სის და­მარ­ცხე­ბა, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ეს ბევ­რს ამ­ბობს, არა?! ბევ­რს და­ვუმ­ტკი­ცეთ, რომ ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცდე­ბოდ­ნენ. ჩვენ არ ვართ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი, მაგ­რამ ის­ტო­რია შევ­ქმე­ნით“, - ამ­ბობს შა­რი­ქა­ძე.

BBC-ის სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ქარ­თულ რაგბს უდი­დე­სი ის­ტო­რია აქვს და რომ ის ხალ­ხუ­რი სპორ­ტუ­ლი თა­მა­ში­დან "ლელო ბურ­თი­დან" იღებს სა­თა­ვეს."უკი­დუ­რე­სად იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი შე­დე­გი უელ­სის­თვის, სი­ა­მა­ყით ავ­სებს მო­რაგ­ბე ერს, სა­დაც რაგ­ბის ფეს­ვე­ბი უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხუ­რი სპორ­ტი­დან, ლელო ბურ­თი­დან იღებს სა­თა­ვეს, სა­ი­და­ნაც მო­დის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კი­დევ ერთი სა­ხე­ლი "ლელო", - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მსოფ­ლიო თას­ზე ექ­ვსჯერ მო­ი­პო­ვა თა­მა­შის უფ­ლე­ბა, ექ­ვსჯერ გა­და­ლა­ხა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი, ხოლო "რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი" სა­კუ­თარ სამ­ფლო­ბე­ლოდ აქ­ცია - ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ჩემ­პი­ო­ნა­ტი 11-ჯერ მო­ი­გო.

myquiz